იაპონელი მოქანდაკე, საკურა ჰანაფუსა კატების სკულპტურებს აკეთებს, რომლებსაც ხშირად თათებში სხვადასხვა სახის საკვები უჭირავთ. ეს შეიძლება იყოს ტკბილეული ან ბოსტნეული.
ამ ქანდაკებებს შორის თოვლისფერ კატას ნახავთ, რომელიც ნაყინის კონუსიდან იყურება; ასევე შეგხვდებათ გაღიმებული ფისოების დუეტი, რომლებსაც სოკო და გირჩი უჭირავთ და კიდევ ბევრი საინტერესო სცენის მნახველნი გახდებით.
ჰანაფუზა ქაფურით მუშაობს და დეტალებს, როგორებიცაა ცხვირი, თათი და სხვა, ზეთის საღებავებით ასრულებს. ინსპირაციას იგი ძირითადად მეგობრების შინაურ ცხოველებში პოულობს ხოლმე, რითაც შემდეგ ძალიან საყვარელი პერსონაჟი გამოსდის. მოქანდაკეს კოლექციაში აქვს როგორც დიდი, ისე მინიატურული ზომის ნამუშევრები. ისეთი პაწაწინა, რომ ხელის გულზეც დაგეტევათ. ასევე, მის კოლექციაში იხილავთ სხვა ობიექტებთან შერწყმასაც.
არტისტის სხვა ნამუშევრების ნახვა შეგიძლიათ მის ვებსაიტსა და ინსტაგრამზე.