in ,

როცა კატის სიყვარული სექსზე პრიორიტეტულია – Sheba-ს იუმორისტული რეკლამა

კატებს მართლაც აქვთ უნარი ადამიანის საქციელზე გავლენა მოახდინონ. თუმცა, ვინ იფიქრებდა, რომ საქმე ასე სერიოზულად იყო.

BOG
BOG

 

https://www.youtube.com/watch?v=E9aih1TcWPE

 

თუ თქვენს შეყვარებულს შინაური ცხოველისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, ყველაფრისთვის მზად იყავით. სააგენტო BBDO-მ კატების საკვების მწარმოებელი კომპანიისთვის კამპანია What Cats Want წამოიწყო. Sheba-ს რეკლამაში ახალგაზრდა მამაკაცი სექსზე მაღლა საყვარელი კატის მოთხოვნილებებს აყენებს.

ვიდეორგოლის მთავარი გმირი მშიერი კატაა, რომლის თვალებშიც კარგად ჩანს, თუ როგორ მოუთმენლად ელოდა ის პატრონის შინ დაბრუნებას. სწორედ, ეს თვალები აღმოჩნდა პატრონის “დამორჩილების” მთავარი იარაღი.

კატამ თავისი ულუფა მიირთვა და კმაყოფილია, რასაც ვერ ვიტყვით იმედგაცრუებულ ქალზე.

 

ხმა ისმის, ბაიკერი არ ჩანს! – BMW-ს უჩინარი მოტოციკლი კეიპტაუნის ქუჩებში

როგორ გახდე ბოსი 30 წამში?! – Old Spice-ის მაგიური რეცეპტი