in

შესაძლოა, კატის ყოლა შიზოფრენიის განვითარების რისკებს ზრდიდეს

შეშფოთების საფუძველი არ არსებობს, რადგან კვლევები საკმაოდ მრავალფეროვან შედეგებს გვაჩვენებს, თუმცა მათ შორის გაჟღერდა ერთი საინტერესო მოსაზრებაც — ადამიანები, რომლებსაც კატა ჰყავთ, შიზოფრენიასთან დაკავშირებული დარღვევების ორჯერ უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან. ამას კი ავსტრალიელი მკვლევრები ადასტურებენ 17 კვლევის ანალიზის შედეგად, რომელიც ბოლო 44 წელში ჩატარდა და 11 ქვეყანას მოიცავდა, მათ შორის ამერიკასა და გაერთიანებულ სამეფოს. 

M2
M2

ჩვენ ვიპოვეთ ასოციაცია ფართოდ განსაზღვრულ კატის მფლობელობასა და შიზოფრენიასთან დაკავშირებული დარღვევების განვითარების გაზრდილ შანსებთან, — აცხადებს ჯონ მაკგრატი, ფსიქიატრი.

ეს იდეა კი პირველად 1995 წლის კვლევაში გაჩნდა, მიზეზად პარაზიტი Toxoplasma gondii დასახელდა… კვლევების თანახმად, ბავშვობაში კატების ირგვლივ ყოფნა მეტად სავარაუდოს ხდის იმას, რომ ადამიანს შიზოფრენია განუვითარდეს. თუმცა ნუ აღელდებით, რადგან კვლავ შეგახსენებთ, რომ ყველა კვლევა იმავეს არ ამბობს — მართალია, ზოგიერთი კატასთან ყოფნას შიზოფრენიასთან დაკავშირებულ თვისებებს უსადაგებს, რომელიც ზემოქმედებს ადამიანის აზრებზე, გრძნობებსა და ქცევებზე, მოკლედ რომ ვთქვათ ფსიქოზის მსგავს გამოცდილებაზე, თუმცა ზოგიერთი ამ კავშირს სულ არ აჩვენებს.

ზემოთ აღნიშნული პარაზიტი ყველაზე უვნებელ პარაზიტებს შორისაა, რომელიც შეიძლება არასაკმარისად მომზადებული ხორცისგან ან დაბინძურებული წყლისგან გადაეცეს კატას. ხოლო იგი ადამიანის სხეულში ინფიცირებული კატის ნაკბენით ან მისი განავლიდან შეიძლება მოხდეს — მხოლოდ ამერიკაში დაახლოებით 40 მილიონი ადამიანია ინფიცირებული ისე, რომ ამის შესახებ არაფერი იცის. თუმცა მკვლევრები იმ უცნაურ ეფექტებს შეისწავლიან, რომლებიც ამ ინფექციებს შეიძლება, ახლდეს თან. 

მას შემდეგ, რაც Toxoplasma gondii ჩვენს სხეულში მოხვდება, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში აღწევს და ნეიროტრანსმიტერებზე ზემოქმედებს. პარაზიტი პიროვნულ ცვლილებებს, ფსიქოზურ სიმპტომებსა და ზოგიერთ ნერვულ აშლილობას უკავშირდება, მათ შორის შიზოფრენიასაც. მიუხედავად ამისა, არ დადასტურებულა, რომ T. gondii-მ აღნიშნული ცვლილებები გამოიწვია ან რომ პარაზიტი ადამიანს კატისგან გადაეცა… 

17 კვლევის გაანალიზების შედეგად გამოვლინდა, რომ შიზოფრენიასთან დაკავშირებული დარღვევების გაზრდილი რისკი და კატის ყოლა პოზიტიურად უკავშირდება ერთმანეთს — აღმოვაჩინეთ, რომ კატებთან კონტაქტის მქონე პირებს შიზოფრენიის განვითარების დაახლოებით ორჯერ მეტი შანსი ჰქონდათ.

კიდევ ერთი კვლევის თანახმად, კატის ყოლასთან 13 წლამდე არაფერი ასოციაცია გამოვლენილა, თუმცა შემდგომში შიზოფრენია განვითარდა. ამავე ნაშრომში მეტად მნიშვნელოვანი კავშირი გამოვლინდა, როცა კატის ყოლა კონკრეტულ 9-12 წლამდე პერიოდს დაუკავშირეს… ხოლო კვლევა, რომელიც ამერიკაში 354 ფსიქოლოგიის სტუდენტზე ჩატარდა, სულაც არ აღმოუჩენია, კავშირი კატის ყოლასა და შიზოტიპიის ქულებთან.

მკვლევრებმა ეს საკითხი როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების მქონე, ისე ჯანმრთელ ადამიანებშიც შეისწავლეს — დაადგინეს, რომ კატის ნაკბენსა და იმ ტესტში მიღებულ მაღალ ქულებთან არსებობს კავშირი, რომელიც კონკრეტულ ფსიქოლოგიურ გამოცდილებას ზომავს. თუმცა იმასაც ვარაუდობენ, რომ სხვა პათოგენები, კონკრეტულად კი Pasteurella multocida, ამაზე პასუხისმგებელი შეიძლება იყოს. 

დასკვნის სახით რომ ვთქვათ, ჩვენი მიმოხილვა მხარს უჭერს კატის ყოლასა და შიზოფრენიასთან დაკავშირებულ დარღვევებს შორის კავშირს. თუმცა გვჭირდება უფრო მეტი ხარისხიანი კვლევა, რომელიც დიდ მონაცემებს დაეყრდნობა, რათა უკეთ გავიაზროთ, რამდენად არის კატის ყოლა მენტალური დარღვევების განვითარების რისკ-ფაქტორი, — აცხადებენ მკვლევრები.

ზრუნვა სჭირდება მასაც, ვინც ჩვენზე ზრუნავს — Frontline19-ის კამპანია

ChatGPT პრემიუმ გამომწერებს GPT-4 Turbo-ს სთავაზობს