თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კარიერის მართვის დასაწყისი ჩემთვის 19 წლის ასაკიდან დაიწყო, როგორც კი მე-12 კლასი დავამთავრე ბალტიისპირეთში. სწავლის პარალელურად, დავიწყე მუშაობა რიგის ერთ-ერთ ბანკში “Norvik Banka”, რომლის კომუნიკაციების სამსახურშიც სკოლიდან 10 კაციანი გუნდი მიგვიწვიეს გასაუბრებაზე. ჩემი ფუნქციები ძალიან საინტერესო და საპასუხისმგებლო იყო, მევალებოდა სამიზნე აუდიტორიასთან მუშაობა კომუნიკაციების სამსახურში შემავალი იმ არხებით, რაც “მაშინ” ტრენდული იყო sms, email etc., საკომუნიკაციო კამპანიების ჩაშვება, გაყიდვების მასტიმულირებელი საკომუნიკაციო კამპანიების დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება, ეს ჩემთვის იყო უნიკალური გამოცდილება, – ამაღლებული განწყობა გეუფლება როცა კარგად ართმევ თავს დაკისრებულ მოვალეობებს. ამავდროულად, მქონდა დაბრკოლება ვერ ვფლობდი ლატვიურ ენას და ეს საკმაოდ დიდ პრობლემას მიქმნიდა, მაგრამ მალევე ვისწავლე გუნდური თამაშის წესები და ძალიან ადვილად შევძელი ურთიერთობების დამყარება, საერთო ენის გამონახვა კოლეგებთან, კონფლიქტების თავიდან არიდება, პარალელურად, ვსწავლობდი ფსიქოლოგიას და მუდამ ვითვალისწინებდი იმას რომ აქტიური მოსმენის უნარი ორმხრივი კომუნიკაციის აუცილებელი კომპონენტია რაც ძალიან მეხმარებოდა საქმიანი ცხოვრების მართვაში.
ამ ეტაპზე, ვმუშაობ “სამოთხეში – ლოპოტა სპა რეზორტზე”, იქ, სადაც საოცარი ფერთა გამაა, სადაც ბევრი სიმწვანე, სიმშვიდე, კარგი და სასიამოვნო გარემო.
კაწია აბსანძე – Lopota Spa Resorts, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.