in ,

„კატოს სიზმრები” – შვილის სიზმრით შთაგონებული ქართული ანიმაცია

„კატოს სიზმრები” – ასე ჰქვია ახალ ქართულ მოკლემეტრაჟიან ანიმაციას, რომლის ავტორიც ცოტნე რუსიშვილია, ანიმატორი/ანიმაციის რეჟისორი. ფილმის პერსონაჟები მამა-შვილი არიან – პატარა გოგონა მამას უყვება კოშმარების შესახებ, რომლებიც ღამით ესიზმრება, შემდეგ კი ხელს ჰკიდებს მამას და თავის სიზმარში სამოგზაუროდ მიჰყავს.

BOG
BOG

ანიმაცია დაფუძნებულია რეალურ ამბავზე და მას ორიგინალურობას სძენს ის, რომ ცოცხალი ხმებია ჩაწერილი, ანუ პერსონაჟების დიალოგი მამა-შვილის, ცოტნესა და კატოს ნამდვილი საუბარია და არა ფილმისთვის სპეციალურად ჩაწერილი ხმა.

2017 წელს, როცა კატო (ჩემი უფროსი შვილი) იყო სამი წლის, მე მყავდა დატოვებული და ძილის წინ გამომიცხადა, რომ ბოროტული სიზმრები ესიზმრებოდა. მეც მივუჯექი სასაუბროდ, აბა, მომიყევი-მეთქი და ჩვენი დიალოგი ჩავიწერე ტელეფონის ხმის ჩამწერით“, – ჰყვება ცოტნე.

თუ როგორი გამოვიდა საბოლოოდ, რეალურ ამბავსა და დიალოგზე შექმნილი ანიმაცია, ერთად შეგვიძლია, ვნახოთ:

 

კრედიტები: 

ფილმის პროდიუსერი – ვლადიმერ კაჭარავა
ხმაზე იმუშავა კომპანია POSTRED-მა
მუსიკა – Zviad Mgebry
ანიმაცია – Animatory

18 წლის ანა ნიკოლაიშვილი Microsoft-ში იწყებს მუშაობას!

#AItool: Designs.ai – ონლაინ პლატფორმა კონტენტის შესაქმნელად