ეს ამბავი ძალიან ჰგავს „უკანასკნელ ჩვენგანს“, HBO-ს პოსტაპოკალიფსურ სერიალს, რომლის მიზეზიც სწორედ სოკოებისგან გადადებული დაავადება გახდა… მართალია, აქ მეტად მძიმე ფორმებია განხილული და ფენტეზიც არ აკლია, მაგრამ 61 წლის ინდოელი ფერმერის ამბავი, უნდა ვაღიაროთ, საკმაოდ უცნაურ დამთხვევას გვთავაზობს…
იშვიათმა სოკოვანმა დაავადებამ, რომელიც სასიკვდილოდ ითვლება მცენარეებისთვის, 61 წლის ინდოელი ფერმერი დააინფიცირა. იგი პირველი ადამიანია მსოფლიოში, რომელსაც ე. წ. Silver Leaf-ის დაავადება აღმოუჩინეს. ამ ინფორმაციას კი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც (WHO) ადასტურებს. საინტერესოა ისიც, რომ ეს კაცი თავად მცენარეების მიკოლოგია. ყველაფერი კი გაციების მსგავსი სიმპტომებითა და ხველით დაიწყო. როგორც აღმოჩნდა, მას სოკოს ზუსტად იმ სახეობასთან ჰქონდა შეხება, რომელსაც შეიძლებოდა, ეს დაავადება გადაედო.
ბუნებრივია, კონკრეტული შემთხვევა მრავალ კითხვას წარმოშობს… მართალია, კონკრეტული ჩვენებები განგაშის ატეხვას არ საჭიროებს, მაგრამ რადგანაც ეს პირველი შემთხვევაა, ექიმებმა არ იციან, როგორ შეიძლება განვითარდეს იგი ადამიანის ორგანიზმში. თუმცა უკვე გამოჰყვეს 19 სახეობის სოკო, რომლებთანაც ადამიანებს სიფრთხილის გამოჩენას ურჩევენ.
სიტუაციას კლიმატური ცვლილებები აუარესებს, რის გამოც, შესაძლოა, აქამდე ჩვენთვის „უწყინარი“ სოკოები პოტენციურ საფრთხედ გადაიქცეს. თუმცა სანამ მეცნიერები კითხვებზე პასუხებს იპოვიან, ეცადეთ, „უკანასკნელი ჩვენგანის“ სიუჟეტზე არ იფიქროთ…