in

ქეითი პერი Just Eat-ის რეკლამის სადავეებს იღებს

ქეითი პერი Snoop Dogg-ს ანაცვლებს და Just Eat-ის სახე და ხმა ხდება. კონკრეტულ რეკლამას კი სწორედ ამ პარტნიორობის აღსანიშნავად გვთავაზობენ.

სტრატეგია იგივეა, ეს უბრალოდ განსხვავებული ნიჭია, ახალი ჟანრი, განსხვავებული გარეგნობა და შეგრძნება, იმისათვის, რომ იგი მესამე ნაწილისთვის კვლავ შევინარჩუნოთ, — განმარტავს ტომ სმიტი, Just Eat Takeaway.com-ის წარმომადგენელი McCann London-ის კრეატიულ სააგენტოში.

დიახ, Just Eat Takeaway.com-ის კამპანიებზე McCann London 2018 წლიდან მუშაობს, ამჯერად კი მათ მაყურებელი პერის გამოგონილ თოჯინების სახლში მიჰყავთ, სადაც მომღერალი Did Somebody Say-ის სიმღერის ახალ ვერსიას ასრულებს. თოჯინების სახლში მას კურიერი მიაკითხავს და შეკვეთას მიუტანს, რაც საკმაოდ ბუნებრივად მოგეჩვენებათ, თუ იმას გაიხსენებთ, რომ Just Eat საკვების მიტანის სერვისს გთავაზობთ. შემდეგ კი მომღერალი საჭმელს სხვადასხვა სიტუაციაში მეგობრებთან ერთად მიირთმევს, რომელთა ადგილსაც ხშირად ძაღლებიც იკავებენ. აქ მსახიობებს ნაყინის კოსტიუმებშიც კი შეხვდებით…

საინტერესოა ისიც, რომ ეს Just Eat-ის პირველი გლობალური კამპანიაა, მას შემდეგ, რაც იგი 2020 წელს Takeaway.com-თან გაერთიანდა. თანამშრომლობის შედეგად, ისინი 10 ისეთ ბაზარს დაუკავშირდებოდნენ, რომელთაც Just Eat-ის რეკლამა აქამდე არასდროს ენახათ, მათ შორის იყო გერმანია, ნიდერლანდები და პოლონეთი.

პერისთან მუშაობისას კი სმიტმა თქვა, რომ იგი პროცესში თავიდანვე აქტიურად იყო ჩართული, იქნებოდა ეს სიმღერის, ვიზუალებისა თუ შესაბამისი კოსტიუმების შერჩევა. ხოლო ქეითი პერის, როგორც ბრენდის ახალი სახის შექმნაზე, რეჟისორმა დეივ მეიერსმა იმუშავა. დიახ, იმ ადამიანმა, ვინც მანამდე მომღერლისთვის Swish Swish და Firework შექმნა.

Just Eat Takeaway.com-თან მუშაობა მართლაც სახალისო გამოცდილება იყო, შეკვეთის აღება ჩემთვის ჩვეულებრივი შაბათი საღამოა, ამიტომ რეალობის ვიდეოში გადატანა საკმაოდ სახალისო იყო. თანაც, იმ საკითხების ერთობლიობით, რომელთაც ჩემს ცხოვრებაში ბედნიერება შემოაქვს — ყაყაჩოსფერი ნათელი ტონები, გიჟური სამოსი და სიმღერა, — ამბობს ქეითი პერი.

მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ Did somebody say-ს დებიუტი 2019 წლის მაისში შედგა, 2020 წელს კი მათ სიმღერა სნუპ დოგის შესრულებით შემოგვთავაზეს. 

სნუპ დოგის მიერ შესრულებულმა სიმღერამ ბრენდი კულტურულ რუკაზე მტკიცედ დააყენა და მას Just Eat-ის მესიჯიც მიამაგრა, რომ ეს საკვების მიღების ყველა სურვილის პასუხია. მსგავსად, დიდ აუდიტორიას დავუკავშირდით, ბრენდი მათთვის უფრო საყვარელი გახდა და უდიდესი კონკურენციის პირობებში დიდი უპირატესობაც მოვიპოვეთ. ქეითი პერის კი უნიკალური ვარსკვლავური ძალა შემოაქვს, მისი მხიარული ბუნება ჩვენსას ემთხვევა და ეს შესანიშნავი პარტნიორობაა, — აცხადებს სიუზან ო’ბრაიენი, ბრენდის ვიცე-პრეზიდენტი.

Dr.Drive — პირველი Drive thru სააფთიაქო ქსელი საქართველოში

რატომ ვტირით და როგორ ვაკონტროლებთ ემოციებს საზოგადოებაში?