გადაადგილების Uber-ისეულმა გამოცდილებამ მსოფლიო შეცვალა. მართლაც, უამრავი ადამიანისთვის წარმოუდგენელია მგზავრობა კომპანიის ინოვაციური სერვისის გარეშე. დღესდღეობით, ის ოპერირებს 58-ზე მეტ ქვეყანაში და დაახლოებით 66 მილიარდ აშშ დოლარის აქტივს შეადგენს. Uber-ის ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ ის სწრაფად გაფართოვდა და გახსნა ფილიალები 581-ზე მეტ ქალაქში. სანამ თქვენ დილის გემრიელ ყავას იმზადებთ, ჩვენ Uber-ზე მოგიყვებით.
ყველაფერი 2008 წელს დაიწყო, ტექნოლოგიურ კონფერენციაზე, ხოლო 2010 წლისთვის, Uber ოფიციალურად ამუშავდა სან-ფრანცისკოში. 6 თვეში კომპანიას 6000 მომხმარებელი ჰყავდა და დაახლოებით 20,000 მგზავრობა გასწია. თავდაპირველად, Uber საკუთარი აპლიკაციის შესახებ ინფორმაციას ზეპირსიტყვიერად ავრცელებდა, მასპინძლობდა და აფინანსებდა ტექ-ღონისძიებებს და მონაწილეებს მათი აპლიკაციით უფასო მგზავრობის საშუალებას აძლევდა. მარკეტინგის ეს ფორმა დღესაც შენარჩუნებულია – ახალ მყიდველებს 50%-იანი ფასდაკლება აქვთ Uber-ით პირველ მგზავრობაზე. ამ ფასდაკლებამ მგზავრებს სტიმული მისცა გამხდარიყვნენ გრძელვადიანი მომხმარებლები. რაც უფრო მეტმა ადამიანმა დაწერა აპლიკაციის შესახებ სოციალურ მედიაში, მით უფრო სწრაფად გამოიღო მარკეტინგულმა სტრატეგიამ შედეგი.
საინტერესო სტატისტიკასთან გვაქვს საქმე: 2016 წელს კომპანიამ, სულ რაღაც, ერთ კვირაში 2 მილიარდი მგზავრობა შეასრულა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ პირველი მილიარდი მგზავრობისთვის რომ მიეღწია, Uber-ს 6 წელი დასჭირდა, მეორე მილიარდი კი სულ რაღაც 6 თვეში შეგროვდა, დავინახავთ, Uber-ის გლობალურ ბიზნეს ლიდერად ქცევის დინამიკას. ბრენდის არსი აგებულია უბრალო იდეაზე – ესაა მანქანის გამოძახების საშუალება, რისთვისაც მხოლოდ სმარტფონი გჭირდებათ.
Uber-ის თანადამფუძნებლები, გარეტ კემპი და ტრევის კალანიკი, დიდწილად ეყრდნობოდნენ 6 ძირითად ტექნოლოგიას, რომლებიც iOS და Android გეოლოკაციაზეა დაფუძნებული. კომპანიამ შეძლო და გაყიდა რეალური ღირებულება – მგზავრობაზე თვალყურის დევნების შესაძლებლობა მოცემულ ტერიტორიაზე.
Uber-ის წარმატების კიდევ ერთი გასაღები არის მისი ფუნქციონირების გზა. Uber დაეუფლა ლოკალიზაციის ხელოვნებას – შესაძლებლობას დაიპყროს უკვე არსებული ბაზრები და კონკურენტები, რითაც შემდგომში ინარჩუნებს მომხმარებელთა ბაზას საკუთარი ბიზნეს სტრატეგიის გაუმჯობესებით. სტრატეგებმა გაითვალისწინეს ადგილობრივი კონტექსტი და გარემოებები. მაგალითად, თანამშრომლობდნენ Paypal-თან 2013 წლის ნოემბერში, რათა სერვისი გაეწიათ ადამიანებისთვის, რომლებიც გერმანიაში არ იყენებდნენ საკრედიტო ბარათებს. სხვა დროს, კომპანია გადაერთო სერვისებზე დაფუძნებულ SMS შეტყობინებებზე აზიაში, რადგან იქ მეტია პოპულაცია, თუმცა ნაკლებადაა სმარტფონები, ერთ სულ მოსახლეზე. სწორედ ასეთ დეტალებში ჩანს კომპანიის მოქნილი მარკეტინგული სტრატეგია.
რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.