in

ყავის ნალექისგან ჭიქები დაამზადეს

იგი ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივას წარმოადგენს

ჩვენი ცხოვრების წესი გარემოსთვის რომ საზიანოა, ამაზე ყველა ვთანხმდებით, ეს ნელ-ნელა უფრო შესამჩნევიც ხდება… ამიტომ, დიზაინერები უამრავ ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივას გვთავაზობენ, თუ მათ მასობრივად გამოვიყენებთ, გარემოზე უდიდეს დადებით გავლენასაც მოვახდენთ. ხოლო იმის გავითვალისწინებთ, რომ ბევრი ჩვენგანისთვის ყავის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია, ეს ძალიან კარგი საშუალებაც უნდა იყოს. 

Kreis Cup ყავის ფინჯანია, რომელიც მდგრადობითა და გამძლეობით გამოირჩევა, ამასთან, ყავის დალევის გამოცდილების გასაუმჯობესებლადაც არის შექმნილი. წარმოდგენილია ჩვეულებრივი და სამოგზაურო ჭიქის სახით. დიახ, მისი გამოყენება მრავალჯერადად შეგეძლებათ და იგი ყავის ნალექისა და მცენარეული მასალებისგან არის დამზადებული. ბიოდეგრადირებადიცაა და, შესაბამისად, ნიადაგშიც მარტივად იშლება.

ამასთან, ის სითბოს მიმართ მდგრადია, რაც ცხელი ყავის დალევის საშუალებას, უფრო ხანგრძლივად მოგცემთ. მას სუსტი, მაგრამ იდეალური სურნელიც კი აქვს.

ნახეთ: 5000 ადგილის მქონე „ცის სასტუმრო“

#პორტფოლიო – 10 ვიდეორგოლი Windfor’s-ის ნამუშევრებიდან