in

ყავისა და ჩაის ფესტივალი 3 -4 ოქტომბერს, სავაჭრო ცენტრ “ჰოუმმარტში” გაიმართება

პირველად საქართველოში, 3-4 ოქტომბერს, სავაჭრო ცენტრი “ჰოუმმარტი” ყავისა და ჩაის პირველ ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალის გაიხსნება 3 ოქტომბერს 16:00 საათზე და მის ფარგლებში, საქართველოს ბაზარზე არსებული ცნობილი და არა-ცნობილი ყავის და ჩაის კომპანიები წარმოადგენენ საკუთარ პროდუქციას და მოახდენენ მათ დეგუსტაციას მომხმარებლისთვის და სპეციალურ შეთავაზებებსაც გააკეთებენ.

სავაჭრო ცენტრი „ჰოუმმარტი“ ფესტივალზე მისულ სტუმრებს საინტერესო აქტივობებით, პრეზენტაციებითა და შოუ პროგრამით დახვდება, ასევე ცენტრში არსებული მაღაზიები წარმოადგენენ სახლის, უშუალოდ სამზარეულოს ნივთების გამოფენა-გაყიდვას და სპეციელურ ფასდაკლებებს.

ჩაის მოყვარულებს უმასპინძლებენ გმირები ზღაპრიდან “ალისა საოცრებათა ქვეყანაში”.

გათამაშდება მაღაზიების ვაუჩერები და ასევე, კომპანია „არქი ჯგუფი“ ბინის შეძენის მსურველებს სასიამოვნო სიურპრიზს შესთავაზებს.

მისამართი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N37ლ, სავაჭრო ცენტრი „ჰოუმმარტი“ (ვაკის ეკლესიის გვერდით).

“თეგეტა მოტორსი“-ს ახალი აქცია საავტომობილო ზეთებზე

ისინი ჩვენთვის იბრძოდნენ – სოციალური ვიდეო რომელიც ქართველ გმირებს ეძღვნება