in

“კავკასიის უნივერსიტეტში” სამაგისტრო პროგრამებზე სწავლა 50% -იანი გრანტით უკვე შესაძლებელია !

IMG_7004„კავკასიის უნივერსიტეტი“ (CU) მსურველებს სამაგისტრო პროგრამისთვის სპეციალურ, 50%-იან გრანტს სთავაზობს.  CU–ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ვიკა ბუკიას თქმით,  ამ ინიციატივის მიზანია, მაღალი ხარისხის განათლება ხელმისაწვდომი გახადონ მათთვის, ვინც ფინანსების გამო ვერ ახერხებს სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას.

ვიკა ბუკია: „CU გრანტი  – ეს არის  „კავკასიის უნივერსიტეტის“  ახალი ინიციატივა.  სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ სამაგისტრო პროგრამის ღირებულების 50%-იანი დაფინანსება.  გრანტის მიღება შეუძლიათ არა მხოლოდ „კავკასიის უნივერსიტეტის“, არამედ, ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებს. CU-ის გრანტი ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის,  ვისაც  სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სურვილი აქვს და სამწუხაროდ, არ გააჩნია ფინანსური შესაძლებლობა.  მაგალითისთვის რომ გითხრათ, ჩვენთან ყველაზე ძვირადღირებული პროგრამის, ბიზნესის ადმინისტრირების (MBA) წლიური საფასური 7 350 ლარია, CU გრანტის შემთხვევაში წლიური გადასახადი იქნება 3 675 ლარი და თუ ამას დაემატება სახელმწიფო გრანტიც, სტუდენტებს ამ  სამაგისტრო პროგრამაზე  მხოლოდ  1 425 ლარის გადახდა მოუწევთ წელიწადში. ამ საგრანტო პროგრამის მთელი ხიბლი არის ის, რომ  ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში, 5 925 ლარით ნაკლებად,  სტუდენტი მიიღებს მაღალი ხარისხის განათლებას. სხვა პროგრამების წლიური ღირებულება კი 225 ლარი გამოდის ორივე გრანტის მოპოვების შემთხვევაში.

M: რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სტუდენტი  CU-ის გრანტის მისაღებად ?

სამაგისტრო პროგრამაზე ჩასაბარებლად ყველა მსურველი აბარებს საერთო სამაგისტრო გამოცდის შესაბამისი ტიპის ტესტს. ამის შემდეგ, კავკასიის უნივერსიტეტში დადგენილი საკონკურსო პროცედურა (ტესტირება, გასაუბრება) უნდა გაიაროს წარმატებით. უკვე ამ ყველაფრის შემდეგ, სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს შეუძლია მოიპოვოს CU-ის გრანტი. გრანტის მისაღებად კი საჭიროა მსურველი აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს :

1. აუცილებლად უნდა იყოს ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული და ჰქონდეს დიპლომი.

2. საბაკალავრო პროგრამის ჯამურ ქულათა საშუალო შეწონილი, ანუ GPA , უნდა იყოს 3,5 და მეტი.

M: სტუდენტებს შეუძლიათ ერთდროულად ისარგებლონ CU-ის და სახელმწიფო გრანტით? 

კი, სტუდენტებს შეუძლიათ ერთდროულად ისარგებლონ CU გრანტითაც და სახელმწიფო გრანტითაც. ერთი მეორეს ხელს არ უშლის.

cuM: რატომ გადაწყვიტეთ CU გრანტის გაკეთება ?

ჩვენი მთავარი მიზანია, სტიმული მივცეთ ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებს, რომ ჩააბარონ სამაგისტრო პროგრამაზე. ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილი „სქოლარშიფით“ მიდის  საზღვარგარეთ, რაც ძალიან რთული მოსაპოვებელია და მაინც ძვირია. თუმცა, უმრავლესობა  ვერ ახერხებს ამას და  შესაბამისად, საერთოდ აღარ აგრძელებს სწავლას.  ჩვენი გრანტი სწორედ იმისთვისაა, რომ მსურველებმა საქართველოში მიიღონ  კარგი განათლება, თანაც შეღავათიან ფასად. ვთვლით, რომ სამაგისტრო პროგრამების კუთხით, „კავკასიის უნივერსიტეტი“ იძლევა კარგ განათლებას, აკმაყოფილებს მაღალ სტანდარტებს. ეს გრანტი არის მართლაც უნიკალური შეთავაზება საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებისთვის. მათ ეძლევათ შანსი არ დაკმაყოფილდნენ მიღწეულით და გააგრძელონ სწავლა სამაგისტრო პროგრამაზე.

M: აღსანიშნავია, რომ ეს ინიციტივა უფრო მეტ მსურველს მისცემს საშუალებას ისწავლოს სამაგისტრო პროგრამაზე, თქვენ რა მოლოდინები გაქვთ ? 

ცხადია, ეს ინიციატივა გაზრდის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველთა რაოდენობას. კვლევები და ფოკუს ჯგუფები გვაჩვენებს, რომ ხშირად წინაღობა არის არა ის, რომ არ სურთ სამაგისტრო პროგრამის გავლა, არამედ, პროგრამის მაღალი საფასური. გრანტის მოპოვების მოთხოვნებიდანაც ჩანს, რომ ამ ინიციატივით, ხელს ვუწყობთ მათ, ვინც წარმატებით დაასრულა საბაკალავრო პროგრამა, სურს სწავლის გაგრძელება და ხელისშემშლელი ფაქტორი მხოლოდ  სწავლის საფასურია.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს : www.cu.edu.ge 

ღია კარის დღესთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს: www.cu.edu.ge



ჰაეროვანი სარეკლამო კამპანია Air France-სგან

მოლაპარაკე ბანერი თბილისში