in

100 ლარით დაწყებული ბიზნესი და 10-წლიანი წარმატებული საქმიანობა სამშენებლო-საინჟინრო სფეროში

კომპანია „კაია“-ს ისტორია ათწლეულზე მეტს ითვლის. მას საფუძველი სამშენებლო-საინჟინრო სფეროში კომფორტული და მრავალფეროვანი სერვისებისა და პროდუქციის შეთავაზების იდეით ინსპირირებული ადამიანების გუნდმა ჩაუყარა, რომლის ძირითად მამოძრავებელ ძალას რწმენა, შეუპოვრობა, დიდი ძალისხმევა და მოტივაცია წარმოადგენდა. ამ ყველაფრის შედეგად კი კაია დღეისათვის ამ მიმართულებით ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიაა.

კაია-ს თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური საწარმო ქმნის თუნუქის ნაკეთობებს, რომლებიც ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებსა და კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაშია და, ამასთან, მომხმარებელს მასზე მორგებულ დიზაინსა და ზომების მოქნილობას სთავაზობს. მაგალითად, აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ფერადი კაბელარხები (ე. წ. ხონჩა), რომლებიც თქვენს ინტერიერს უფრო საინტერესოსა და განსხვავებულს გახდის. ან სასაწყობე, საარქივო და საპალეტე თაროები, რომლებიც თქვენი ბრენდის ტონალობაში იქნება, ამავდროულად, გაუძლებს შესაბამის დატვირთვასა და მოერგება თქვენი შენობა-ნაგებობის კონსტრუქციულ თავისებურებებს. ეს სიფერადე და საიმედოობა დიზაინერების ყურადღების ცენტრში მუდმივად ექცევა.

კაია საიმედო პარტნიორია ქართველი ინჟინრებისთვისაც, რომელთა შორისაც დიდი პოპულარობით სარგებლობს ელექტრო კარადები, გამწოვი მოდინებითი დანადგარები (AHU), სავენტილაციო არხები, ხონჩები და სხვა.  ხოლო სამშენებლო კომპანიების ფავორიტია კაიას ინტერიერისა და ექსტერიერის ხარაჩოები. თუ რატომ, ამას ბევრი მიზეზი აქვს. თუმცა უპირველესი და უმნიშვნელოვანესი არის მათი შესაბამისობა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნასთან, რაც განაპირობებს მის უნიკალურობას ქართულ ბაზარზე. კაია-ს სერტიფიცირებული ხარაჩოები საქართველოს მთავრობის 477-ე დადგენილებაში გაწერილ სტანდარტებს  და სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. ხარაჩოს დიზაინში გათვალისწინებულია უსაფრთხოების ყველა სტანდარტი, ხოლო მისი თითოეული დეტალისთვის მინიჭებული უნიკალური კოდების საშუალებით თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა, ინსპექტირებისას გაიმარტივოთ მათი აღრიცხვა. ამასთან, დიზაინი გათვლილია აწყობის, ტრანსპორტირებისა და დასაწყობების გამარტივებაზე, რაც ნაკლებ ძალისხმევასა და მეტ კომფორტს გულისხმობს. ხელმისაწვდომია 2-დან 8 მეტრამდე სიმაღლის ხარაჩოები, რომლებიც 800 კილოგრამიან დატვირთვას უძლებს.

დაბოლოს, კაია-ს პროდუქცია საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიური რეალობის განუყოფელი ნაწილია. შესაძლოა, ლოქერები, რომლებსაც სპორტულ დარბაზებში, კლინიკებსა თუ სკოლებში მუდმივად იყენებთ, სწორედ კაიას საწარმოში იყოს წარმოებული. ხოლო სტენდები და თაროები, რომლებიც სხვადასხვა მაღაზიასა თუ შოურუმში გხვდებათ, ამ საწარმოში დამზადებული ქართული პროდუქტია.

კაია არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, შეიქმნას წარმატებული ბიზნესი სწორი ხედვის, ცოდნის, მოტივაციისა და დიდი ძალისხმევის შედეგად, თუნდაც მინიმალური ფინანსური სასტარტო ინვესტიციის პირობებში. კომპანიის გუნდი მუდმივად ეძებს ახალ გზებს საკუთარი პარტნიორების მოლოდინების გადაჭარბებით შესასრულებლად და მათ მომავალშიც ბევრ სასიამოვნო სიახლეს ჰპირდება.

[R]

როგორ გამოვიყენოთ ამბივალენტურობა ჩვენს სასარგებლოდ?

კონკურსი „ვეფხისტყაოსანი“-ს ილუსტრაცია