in ,

საქართველოში, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის, სადეზინფექციო კაბინა შეიქმნა

ქართულმა საწარმომ Kaya და Edison Tech Solutions-მა სადეზინფექციო კაბინა შექმნეს, რომელიც საქართველოში, სხვადასხვა კლინიკასა თუ საჯარო სივრცეში დამონტაჟდება და COVID-19-ის გავრცელებას შეუშლის ხელს. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ იდეა ინოვაციური არ არის, ეს ტექნოლოგიური პროდუქტი მთლიანად საქართველოში დამზადდა და როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, მასში მათი ხელწერა იცნობა. კაბინას აქვს სიცხის გაზომვის, რიგების მართვისა და დეზინფექციის ფუნქცია. 

„ტექნოლოგიის მუშაობის პრინციპი ძალიან მარტივად გასაგებია, მაგრამ რეალურად, კომპლექსურია. კაბინაში შესვლისას ადამიანი კვეთს სპეციალურ სენსორებს, რომელიც რთავს კომპრესორს და სპრინკლერებიდან ხდება ძალიან მცირე ნაწილაკებად სპეციალური სპრეის გამოფქრვევა, რომელიც არ აზიანებს კანსა და თვალს. ამ ნაწილაკებით იფარება ადამიანის მთელი სხეული, რაც აზიანებს ვირუსს და კლავს მას. გარდა ამისა, ქმნის დამცავ გარსს გარკვეული პერიოდის მანძილზე“, – ამბობს Edison Tech Solutions-ის დამფუძნებელი – გივი ბერიძე.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/EdisonGeorgia/videos/644461202767763/?v=644461202767763″ width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]

 

M: როგორ მოახერხეთ იდეის განხორციელება? რა ეტაპები გაიარეთ ამისთვის?
ზოგადად მაღალტექნოლოგიური პროდუქტები იცით, რომ საქართველოში იშვიათობაა. რამდენი მაგალითის ჩამოთვლა შეგვიძლია, რომ ვიღაცები ადგნენ და hardware ტექნოლოგია აწარმოეს აქ? 

საბედნიეროდ, საქართველოში არსებობს Kaya-ს ქარხანა, სადაც, პრაქტიკულად, შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის კონსტრუქციის, მოწყობილობის და ობიექტის შექმნა, ხოლო Edison Tech-ის გუნდს კი შეუძლია ამ მოწყობილობას ტვინი შეუქმნას და ყველაფრის მართვა მოახდინოს. ამ ორი, საქართველოში მწირი რესურსით ჩვენ მოვახერხეთ კარკასის დაბეჭდვა, სპეციალური ავზების მოდელირება/შექმნა, და ბოლოს, პლატის დიზაინის შემუშავება, დაპროგრამება და საბოლოო პროდუქტის მიღება. ამ ყველაფრის გაერთიანებით, ჩვენ მივიღეთ ტექნოლოგია, რომელიც არის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო-ს მიერ სერტიფიცირებული, როგორც ყველა იმ სტანდარტის დამაკმაყოფილებელი ტექნოლოგია, რაც ამერიკაში არსებობს.

M: სად უნდა ველოდოთ სადეზინფექციო კაბინების გამოყენებას სამომავლოდ? რა მოლაპარაკებებს აწარმოებთ ამ კუთხით? 
პროდუქტის პირველი ვერსია დავამონტაჟეთ გაგუას კლინიკაში, სადაც უკვე 1 კვირაზე მეტია იტესტება და წარმატებით ფუნქციონირებს. არაერთმა ადამიანმა გაიარა ამ კაბინით დეზინფექცია. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია, რომ მთლიანად ავტომატიზირებული გავხადოთ დეზინფექციისა და სიცხის გაზომვის პროცესი. ეს კაბინა ყველა იმ პროცესს ავტომატურად გააკეთებს, რასაც დღეს შესასვლელში მყოფი ადამიანები აკეთებენ, რომლებიც დიდ რისკს იღებენ საკუთარ თავზე, სხვა ადამიანის სიცხის გაზომვით და ხელების დეზინფიცირებით. ამით იმის თქმა გვინდა, რომ კაბინას აქვს სიცხის გაზომვის ფუნქცია, რიგების მართვის ფუნქცია, დეზინფექციის ფუნქცია და ა.შ.

პროექტის გამოჩენას უნდა ელოდოთ ნებისმიერ ქარხანაში, აფთიაქში, საავადმყოფოში, სუპერმარკეტებში და ა.შ. COVID-19 არსად აპირებს უახლოეს მომავალში წასვლას და რომც წავიდეს, მე მგონი ყველა დამეთანხმებით, რომ ცხოვრების ეს წესი, მუდამ ხელებისა და ტანსაცმლის დეზინფიცირება, რასაც ამ ვირუსმა შეგვაჩვია, ძალიან კარგია და ბევრი სხვა ვირუსისგანაც დაგვიცავს.

ყელზე მისამაგრებელი მოწყობილობა, რომელიც COVID-19-ის ადრეულ სიმპტომებს ამოიცნობს

NASA და ტომ კრუზი კოსმოსში პირველი ფილმის გადასაღებად ითანამშრომლებენ