Spotify-ს მრავალფეროვან მუსიკალურ ბიბლიოთეკას სულ ახლახან ქართული ჯგუფის Kayakata-ს ტრეკები დაემატა. ინფორმაცია, რომ მის მოსმენას უკვე აღნიშნულ პლატფორმაზეც შეძლებთ, თავად Kayakata-ს ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა. ამჟამად Spotify-ზე ჯგუფის ალბომის “Sadaa” 11 ტრეკი დევს და უნდა ვივარაუდოთ, რომ მალე სხვა ნამუშევრებიც დაემატება.
შეგახსენებთ, რომ KayaKata ქართული ელექტროპოპ კოლექტივის Kung Fu Junkie წევრების, ზურა ჯიშკარიანისა და მაქსიმე მაჩაიძის მიერ შექმნილი პროექტია, რომელიც დღესდღეობით ქართველ და უცხოელ მსმენლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.