in

„ყაზბეგი“ $3,65 მილიონად გაიყიდა

კომპანია „ყაზბეგის“ სავაჭრო ნიშანი და კომერციული აქტივები “Georgia Capital“-მა იყიდა. გარიგების საერთო ღირებულება $3,65 მილიონია. ინფორმაცია „მარკეტერს“ “Global Beer Georgia”-ს [“Georgia Capital”-ის შვილობილი] გენერალურმა დირექტორმა თორნიკე ნიკოლაიშვილმა დაუდასტურა.

მას, სამომავლო გეგმებზე არ უსაუბრია, თუმცა, აღნიშნა, რომ ეს გარიგება ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ჯერჯერობით, უცნობია, რა ფორმით შეერწყმება ლუდის მწარმოებელი ეს ორი კომპანია ერთმანეთს და რა პროდუქტები დარჩება საერთო პორტფელში.

„ყაზბეგის“ სავაჭრო ნიშნისა და კომერციული აქტივების შესყიდვის შესახებ
“Georgia Capital” -მა ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა:

„”Georgia Capital” აცხადებს, რომ საქართველოში, ლუდის მწარმოებელი ყველზე ძველი ქართული კომპანიის „ყაზბეგის“[შეიქმნა 1881 წელს] სავაჭრო ნიშანი და კომერციული აქტივები შეიძინა. გარიგების საერთო ღირებულება $3,65 მილიონია. „ყაზბეგი HORECA [სასტუმრო-რესტორანი-კაფე] ბიზნესზე ორიენტირებული სიდიდით მეხუთე მოთამაშეა და ლუდისა და ლიმონათის ბაზრის 4% – 5%-ს ფლობს“, – ნათქვამია “Georgia Capital”-ის განცხადებაში. 

„ყაზბეგისა“ და “Georgia Capital”-ის შესაძლო გარიგებაზე „მარკეტერი“, ჯერ კიდევ, რამდენიმე თვის წინ წერდა.

როცა შენი არ სჯერათ, თუმცა „ოთახს“ ქმნი და თაროებზე ხილამუშებს აწყობ

სააგენტო WINDFOR’S-ის ექაუნთ დირექტორი Wow Done Awards-ზე ჟიურის წევრად მიიწვიეს