მარკეტერი ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ ყაზბეგის ახალ ახალ ლუდს და ვიდეო რეკლამას სახელწოდებით Vectel, როგორც ცნობილია ვიდეო AGfilm-მა დაამზადა სცენარის ავტორი კი გიგა აგლაძეა
მოთხრობილი ლეგენდა შთამბეჭდავია და შესრულებაც ძალიან კარგია,თუ არ ჩავთვლით 1:47 წუთზე გამოყენებულ “ცეცხლის” ეფექტს, რომელიც ცუდი და კონტექსტიდან ამოვარდნილია. უკანასკნელ ქართულ ლუდების რეკლამებს თუ გადავავლებთ თვალს საუბარია “მთაზე” ან “უცხოურ” გამოცდილებაზე, ყაზბეგის შემთხვევაში ეს ორივე ელემენტი ერთადაა შერწყმული “მთის” ლუდი და “უცხოური” გამოცდილება. როგორც ვიდეოდან ირკვევა ახალ ლუდს “ვეტცელი” ერქმევა, რაც ჩვენი შეფასებით სუსტი სახელია და რატომღაც Vestel-თან ასოცირდება, ტექსტიდან გამომდინარე ახალი ლუდი “ვეტცელი” აპირებს ლუდსახარში ნატახტრის ყველაზე პოპულარული ბრენდი “მთიელისათვის” და “ზედაზნისათვის” წილის წართმევას.