in

ნახეთ: ისტორიული პირების ჰიპერრეალისტური ქანდაკებები

ხელოვანი კაზუ ჰირო ისტორიული პირების იმდენად ჰიპერრეალისტურ სკულპტურულ პორტრეტებს ქმნის, რომ წამიერად ნამდვილი ადამიანები გეგონება… კანის დამუშავებით დაწყებული, თმისა და სულიერებით სავსე თვალებით დასრულებული, ყველაფერი ძალიან ბუნებრივია — თითქოს, დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ადამიანები ასე გაცოცხლდნენ.

„2001 წელს დავიწყე დიკ სმიტის პორტრეტის შექმნა, როცა კინოინდუსტრიაში მუშაობით დავიღალე, რადგან ჩემი საქმიანობისგან სიამოვნებას ვერ ვიღებდი. ამიტომაც, ყველაფერს თავი დავანებე და პორტრეტებზე ვფოკუსირდი. რეალურად, შექმნის პროცესი კინოს ანალოგიური იყო…“, — ამბობს ჰირო.

ნამუშევრებს შორისაა ფრიდა კალოს, ენდი უორჰოლისა და სალვადორ დალის ფიგურები, ასევე აბრაამ ლინკოლნისა და ფრედერიკ დუგლასის.

 

რა გავითვალისწინოთ SEO-ს კუთხით, ციფრული კონტენტის შექმნისას?

როგორ გავუმკლავდეთ პროკრასტინაციას?