სტომატოლოგიის სამყარო რევოლუციის ზღვარზეა — რამდენიმე თვეში კიოტოს საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი დაიწყებს პრეპარატის გამოცდას, რომელიც კბილების ხელახლა გაზრდისთვის შეიქმნა.
მიმდინარე წლის სექტემბრიდან 2025 წლის აგვისტომდე დაგეგმილ ცდაში 30-დან 64 წლამდე ასაკის 30 მამაკაცი ჩაერთვება. მკვლევრების მიზანი პრეპარატის ეფექტურობის შეფასებაა — მართალია, თაგვების შემთხვევაში ცდები წარმატებით დასრულდა, მაგრამ უშუალოდ ადამიანებთან მიმართებით ჯერ არაფერი ვიცით. უბრალოდ, წინასწარი შეფასებებით, Toregem Biopharma-სა და Kitano Hospital-ის გუნდის ხელმძღვანელობით შექმნილ წამალს დიდი პოტენციალი აქვს, შექმნას ფესვი, არხები, იმპლანტებისა და პროთეზირების ინოვაციური ალტერნატივა.
უფრო კონკრეტულად რომ განვმარტოთ, პრეპარატი სპეციფიკურ პროტეინს ააქტიურებს, სახელწოდებით USAG-1. მისი განლევის შემდეგ კბილების განვითარებაც წყდება. ასე ვთქვათ, კბილების ზრდის ბუნებრივი ინჰიბიტორია — წამალი კი ხელს უწყობს მორფოგენეტიკური ცილის (BMP) გააქტიურებას და ძვლის წარმოქმნის სტიმულირებასაც გამოიწვევს.