კბილის დაზიანება, მოტეხვა ამ დრომდე სერიოზულ თავსატეხად ითვლებოდა. თუ ამ პრობლემას სტომატოლოგთან მისვლის შიშსაც დავუმატებთ, ბევრისთვის ეს ნამდვილ კოშმარად შეიძლება იქცეს. როგორც აღმოჩნდა, თანამედროვე ტექნოლოგიებს ამ ამოცანასთანაც შეუძლიათ გამკლავება. Ceram X კომპოზიტური ნივთიერებაა, რომლის საშუალებითაც სტომატოლოგს შეუძლია აღადგინოს კბილის მინანქრული ნაწილი და ის კბილის საყრდენად აქციოს. ნივთიერება თავსებადია კბილის ნატურალურ ფერთან, ამდენად ვიზუალური აღქმა სავსებით ბუნებრივია. რაც მთავარია, რესტავრირებული კბილი გამძლეცაა.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/futurism/videos/933094026869797/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]












