in

კბილის პასტა Whopper–ის არომატით – Burger King–ის არაჩვეულებრივი სიურპრიზი მომხმარებელს

BOG
BOG

Burger King–ს თავისი ერთგული მომხმარებლისთვის, რომლებსაც იმდენად უყვართ ბრენდის Whopper–ები, რომ მზად არიან მისი გემოს შესანარჩუნებლად, მთელი კვირის განმავლობაში კბილები არ გამოიხეხონ და ცუდი ახირების გამო, ცოლსაც კი შეელიონ, არაჩვეულებრივი სიურპრიზი აქვს. ახალი კბილის პასტა, Whopper–ის არომატით, –  ბრენდმა თავისი პროდუქციის გაფართოება გადაწყვიტა და სტომატოლოგიის სფეროშიც გადაწყვიტა თავის გამოცდა. ახალი პასტა Whopper–ის არომატით, როგორც იტყვიან ხოლმე, “ღრმად აღწევს ღრძილებამდე და კბილის ემალს უბადლოდ ასუფთავებს”, თან უზრუნველყოფს მის სიჯანსაღესა და ბზინვარებას. რაც მთავარია, პირის ღრუში არა პიტნის მწარე არომატს, არამედ გემრიელი, განუმეორებელი Whopper–ის გემოს ტოვებს. ასეთი კბილის პასტით, გაქცეული ცოლიც კი დაბრუნდება სახლში.

 

მკერდის ფორმის უშველებელი საჰაერო ბურთი ლონდონის ერთ–ერთი შენობის თავზე – კამპანია დედის დღესთან დაკავშირებით

შავი და თეთრი ყველა ფერია! – 7,450 დოლარის ღირებულების შავ–თეთრი ფოტოაპარატის სარეკლამო რგოლი