მაურიციო კატელანის ნამუშევრებმა კარგად იცის, როგორ გაყოს აზრები ორად… ახლა კი ვიგებთ, რომ კედელზე მიკრული ბანანი აუქციონზე 6.2 მილიარდ დოლარად გაიყიდა, რაც 6-ჯერ აღემატება ნავარაუდევ გასაყიდ ფასს. ნიუ-იორკში Sotheby’s-ში განთავსებული ნამუშევრის თავდაპირველი ფასი 1.5 მილიონი დოლარი იყო, რაც მიგვანიშნებს, თუ რამხელა კულტურულ წონას ატარებს ბანანით გაკეთებული განცხადება…
ნამუშევარს ავთენტურობის სერტიფიკატიც მოჰყვება და ზუსტი ინსტრუქციებიც ბანანის შესაცვლელად — ამგვარად, ღირებულება კონცეფციაშია და არა, მალფუჭებად ხილში.
და გაინტერესებთ, ვინ იყიდა კედელზე მიკრული ბანანი 6.2 მილიარდ დოლარად? წინადადება ჯასტინ სანის ეკუთვნის, კრიპტოვალუტის პლატფორმა Tron-ის დამფუძნებელს. ამგვარად, გადახდასაც კრიპტოვალუტით აპირებს და ბანანსაც, სავარაუდოდ, საზეიმო ვითარებაში მიირთმევს…
Comedian სულ პირველად 2019 წელს Art Basel Miami Beach-ზე წარადგინეს და, რაღა თქმა უნდა, მაშინვე პოპულარული გახდა. არ აქვს მნიშვნელობა, მას უგემოვნო ხუმრობად აღიქვამთ თუ მომხმარებლობის შესახებ ჭკვიანურ განაცხადად, ფაქტია, რომ კედელზე მიმაგრებული ბანანი უკვე თანამედროვე ხელოვნების პროვოკაციების სიმბოლოდ იქცა.