უკრაინაში ომი გრძელდება და ხელოვანებიც უფრო აქტიურად იყენებენ თავიანთ შემოქმედებას მშვიდობის მოწოდებისთვის. ამაში ჩაერთვნენ ქუჩის მხატვრებიც, რომლებიც კედლების მოხატვით, თავიანთ მესიჯებს ტოვებენ. თვითონ კიევში ბევრი ქუჩის მხატვარია და ეს ქალაქი ყოველთვის იყო გამორჩეული მრავალფეროვანი კედლის მხატვრობით. 2014 წლიდან მოყოლებული, 160-ზე მეტი ასეთი ნახატი შეიქმნა და დღეს ეს მხატვრები ღიად აცხადებენ, რომ გვერდში უდგანან უკრაინას.
ფრანგი მხატვრის, Seth Globepainter-ის ნამუშევარში ჩანს რუსულ ტანკზე შემომდგარი გოგონა, რომელიც ამაყად აფრიალებს უკრაინის დროშას, თავზე კი ყვავილების გვირგვინი ადგას. ავტორი ყვება, რომ ის შთაგონებული იყო იმ ბავშვებით, რომლებიც დონბასში ყოფნისას გაიცნო.

„ჩვეულებრივ არ გამოვხატავ ჩემს შეხედულებებს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მაგრამ ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ამ დრამატულ სიტუაციაში მცხოვრებმა ადამიანებმა იცოდნენ, რომ ჩვენ მათზე ვფიქრობთ“, – ამბობს მხატვარი.
ამ ნამუშევრებს შორის შეხვდებით Globepainter-საც, რომელიც ზოგადად არ გამოირჩევა პოლიტიკური ხაზით. უელსელი მხატვარი ჯენკსი იმედოვნებს, რომ მისი ნამუშევარი დაეხმარება უკრაინელებს გააცნობიერონ, რომ ისინი მარტონი არ არიან, ასეთივეა ვოსკერსკის პოზიციაც, რომლის უკრაინისადმი მიძღვნილი ნახატი ლონდონში მდებარეობს.
View this post on Instagram
უკრაინული დუეტი Interesni Kazki ასევე იყენებს თავის პლატფორმას და ხელოვნებას ამ საქმის დასახმარებლად. გარდა იმისა, რომ მათ თავიანთ პლატფორმაზე განათავსეს ინფორმაცია, თუ როგორი დახმარების გაწევა შეიძლება ალექსეი ბორდუსოვს, ასევე ცნობილს, როგორც AEC, ასევე ეს დუეტი Adda Gallery-ს შეუერთდა, რომლის მეშვეობითაც გაყიდის მონოგრაფიასა და NFT კოლექციას. მოგება კი ქველმოქმედებას მოხმარდება.
თავიანთი ნამუშევრების საჯაროდ გამოქვეყნებით, ეს მხატვრები აფიქსირებენ პოზიციას და ახსენებენ მსოფლიოს, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, არ არის მხოლოდ უკრაინის პრობლემა, არამედ გლობალური საკითხი, რომელსაც გვერდი არ უნდა ავუაროთ.
View this post on Instagram
View this post on Instagram














