კოალიციამ “მოძრაობა ცვლილებებისთვის” და ინკლუზიის მხარდამჭერმა ორგანიზაციამ “ხელი ხელს”, საქართველოს პირველი ლედის პატრონაჟით სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის საოჯახო ტიპის მომსახურების 5 წლიანი მუშაობის შემაჯამებელი საღამო 5 თებერვალს გამართა.
ღონისძიებაზე National Geographic Magazine-ის ფოტოგრაფისა და “ნიკონის” ელჩის, ემი ვიტალეს “ხელი ხელს” სახლებში, გურჯაანსა და თბილისში, გადაღებული ფოტოების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.
- ასევე გაიმართა მახო ღუღუნიშვილის, საოჯახო ტიპის გარემოში მცხოვრებ ადამიანებზე გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრემიერა
- საუბრები საოჯახო გარემოს მნიშვნელობასა და მიღწევებზე
- ხორვატმა რეჟისორმა ტომისლავ ჟაიამ კი დეინსტიტუციონალიზაციის (თავშესაფრების დაშლის მოთხოვნა) კვირეული გახსნა
“ხელი ხელს“, საქართველოში, სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაციაა, რომელმაც ინოვაციური და უკვე საუკეთესო პრაქტიკად აღიარებული, შშმ პირთა მომსახურება განავითარა.
ორგანიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სრულწლოვან ადამიანებს საზოგადოებისგან იზოლირებულ, დახურული თავშესაფრებიდან, უკან საზოგადოებაში, საოჯახო გარემოში საცხოვრებლად გადმოსვლას სთავაზობს. ბენეფიციარები სწავლობენ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას.
ამჟამად, 5 წლის მუშაობის შემდეგ “ხელი ხელს” 6 სახლში, გურჯაანსა და თბილისში, მომსახურებასა და მხარდაჭერას 25-მდე ბენეფიციარი იღებს.
მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ღონისძიებას არსებული და მომავალი მხარდამჭერი ორგანიზაციები, ჟურნალისტები, ბიზნესის, სამთავრობო წარმომადგენლები და “ხელი ხელს” ბენეფიციარები დაესწრნენ.
ღონისძიების მიზანი –
- სპეციალური საჭიროების მქონე ზრდასრული ადამიანების ღირსეული და თანასწორი ცხოვრების მხარდაჭერა;
- საოჯახო საცხოვრისების განვითარების აუცილებლობა და ინკლუზიის მნიშვნელობა;
- საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ;
- დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში სახელმწიფოს როლის ზრდა და საზოგადოების ჩართულობა
ღონისძების მხარდამჭერია “ფონდი ღია საზოგადოება საქართველო”
“ხელი ხელს” ორგანიზაციამ 5 წლის განმავლობაში ბევრი ნაბიჯი გაიარა. გამოწვევები გრძელდება: “ხელი ხელს” ორგანიზაცია სახელმწიფოს დეინსტიტუციონალიზაციის სრულყოფასა და საოჯახო გარემოს, გამოცდილი მოდელის, დანერგვას სთავაზობს.
სოციალური ინოვაციიდან აღიარებულ გამოცდილებამდე ბევრი ნაბიჯია.
ხელი ხელს შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ჩვენს ინტერნეტ
გვერდებზე ან დაგვიკავშირდით: www.handinhand.ge