“TENA” შეუკავებლობის საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელიც პროდუქტის სპეციფიკის მიუხედავად გახმაურებული სარეკლამო კამპანიების ავტორია. მათი კამპანიის მთავარი გმირი მსოფლიოში ყველაზე თავდაჯერებული ადამიანი სტირლინგ გრავიტასია, რომელიც კონცენტრირების და თვითდაჯერებულობის “სასწაულს” გვიჩვენებს.
მიუხედავად იმისა, რომ შეუკავებლობის პრობლემა კაცებს უფრო ხშირად აწუხებს ვიდრე ქალებს, კაცები ამ ფაქტს არ აღიარებენ. “TENA”-მ და სარეკლამო სააგენტო “AMV BBDO”-მ გადაწყვიტეს დელიკატურ პრობლემას იუმორით და ყველასთვის ადვილად აღსაღქმელი ფორმით მისდგომოდნენ.











