არასამთავრობო ორგანიზაცია NPH-მ, რომელიც ლათინურ ამერიკაში მცხოვრებ დაუცველ ბავშვებს ეხმარება, გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, რომელიც ამ ბავშვების ცხოვრებაზე მოგვითხრობს. კამპანიაში ნათქვამია ისიც, რომ ყოველდღიურად მსოფლიოს ამ ნაწილში ბავშვები ნათელი მომავლის იმედს კარგავენ. სწორედ ამიტომ, სარეკლამო სააგენტო Epidemie-ს მიერ შექმნილი რეკლამა მოგვიწოდებს, რომ ვიზრუნოთ და დავეხმაროთ მათ..











