ბრენდების უმეტესობა რეკლამების და კამპანიების გარდა ბრენდის პრეზენტაციას არტ დატვირთვას აძლევს და მას მოკლემეტრაჟიანი ფილმების სახით გვაცნობს.
როდესაც მეტი ხარ ვიდრე ბრენდი და მომხმარებლის იმიჯი, ან სავიზიტო ბარათი გახდი აუცილებელია უფრო მეტი გააკეთო, ვიდრე უბრალო რეკლამა.
Johhnie Walker-ის ისტორია 200 წლის წინ დაიწყო, როდესაც 14 წლის Johh Walker-მა ოჯახის ბიზნესი გადაიბარა. 14 წლის ბავშვს წარმოდგენაც არ ექნებოდა მისი ვისკი 200 წლის შემდეგაც, რომ იარსებებდა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ბრენდი იქნებოდა.
შავ-თეთრი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ვისკის ისტორიაზეა დაფუძნებული. ფილმში ყველაფერი შავ-თეთრია Johhnie Walker-ის ბოთლების გარდა.
ფილმზე მეტს აღარ მოგიყვებით, ნახეთ თქვენ თვითონ და Keep walking – Johhnie Walker
ანიმაცია – პიტ ბერტოლდი