in

როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე სტრესულ სიტუაციებში?

განვითარების გზაზე, კომპანია პერიოდულად დგება მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე. ახალი გამოწვევა, შეიძლება დაკავშირებული იყოს ტექნოლოგიებთან. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს, კომპანიის დირექტორმა გუნდის წევრს, რობერტს მიმართა. პრობლემა პროექტის ინვესტორის წარმომადგენლისგან მოდიოდა, რომელიც განსაკუთრებულად თავნებობდა. შექმნილმა სიტუაციამ კომპანიის საბჭოს წევრებში დაძაბულობა გაზარდა, რომლებიც უარს ამბობდნენ უკვე გაწეულ ფინანსურ მხარდაჭერაზე. მთლიანი წარმოება რისკის ქვეშ იდგა. დირექტორს რობერტისთვის სიტუაციის ასახსნელად 20 წუთი დასჭირდა. როდესაც საუბარი დაასრულა, რობერტმა მუცლის არეში დაჭიმულობა იგრძნო. მისგან უფრო მეტი ღირებულების შექმნას მოელოდნენ, როცა რობერტს ჯერ კიდევ ვერ გაეცნობიერებინა პრობლემის არსი. ის ღელავდა, რომ ვერ შეძლებდა გამოწვევასთან გამკლავებას და სურდა რაც შეიძლება შორს ყოფილიყო ამ გარემოებისგან. ამის ნაცვლად, რობერტმა გააცნობიერა, რომ ეს შფოთი შინაგანი გაწონასწორების საჭიროებას კარნახობდა. ამიტომ, ჯერ საკუთარ თავზე დაიწყო მუშაობა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ნეირობიოლოგიის, კერძოდ კი, პოლივაგალური თეორიის შესახებ ბოლო კვლევები გვთავაზობს თვითრეგულაციის პროცესის ინსაითებს, თუ როგორ შეგვიძლია გადავინაცვლოთ სიმშვიდის, ღიაობის, კოლაბორაციისა და შემოქმედებით ფაზაში, სრული დაჭიმულობიდან. კვლევების თანახმად, სპეციფიკური ტაქტიკა, რაზეც ქვევით ვისაუბრებთ, დაგვეხმარება ვმართოთ თავდაცვით მდგომარეობაში ყოფნის მიდრეკილება.

კიდევ ერთი მაგალითი: სტივენმა პოლივაგალური თეორია შეიმუშავა, რომელიც ხსნის, თუ რამდენად განსაზღვრავს ჩვენი ნერვული სისტემა ჩვენს ქცევას, კოლაბორაციულსაც და თავდაცვითსაც. ამისათვის კი გამღიზიანებელ ნერვს იყენებს, ავტონომიური ნერვული სისტემის მთავარ პარასიმპათიკურ ნერვს. ეს ნერვი უზრუნველყოფს ორმაგ კავშირს გულსა და ტვინს, კუჭსა და სხვა ორგანოებს შორის და მოსალოდნელი რეაქციის პროგნოზირებად ნაწილს წარმოადგენს. ეს მაშინ ხდება, როდესაც საფრთხეს ვგრძნობთ. ამ მოსაზრებას სამი დონე აქვს.

პირველი – იმობილიზაციაა. საზარელი საფრთხის წინაშე, შესაძლოა, ზოგიერთმა ცოცხალმა არსებამ, მათ შორის ადამიანმა, გონება დაკარგოს და სიკვდილი გაითამაშოს. ეს ბუნებრივი და ადაპტირებული რეაქციაა. მაგალითად, როდესაც თაგვი კატის ხაფანგში ებმება, ის მკვდარივით შეიძლება გაითიშოს. შედეგად, კატა მისადმი ინტერესს კარგავს და თაგვსაც თავის დაღწევის შანსი ეძლევა. ეს ადამიანებში იშვიათად, თუმცა, მაინც ხდება.

მეორე დონეა მობილიზაცია. საშიშროების დროს, გული უფრო სწრაფად ძგერს. აქტიურდება სიმპათეტიკური ნერვული სისტემა, ორგანიზმი გამოყოფს კორტიზოლს, ადრენალინს და მოქმედებისათვის ემზადება. ასეთ დროს, ვხდებით აგრესიულები ან გავრბივართ.

მესამე დონეა ჩართულობა და კონტაქტი. როდესაც კვლავ უსაფრთხოდ ვგრძნობთ თავს, სხვანაირად ვიწყებთ ფუნქციონირებას. ეს ის დონეა, როდესაც თავდაცვითი რეაქცია იკლებს. ორგანიზმი გამოყოფს ოქსიტოცინს. ამ მდგომარეობაში, ჩვენ ღია ვართ სხვებისთვის და მათთან კავშირს უფრო კარგად ვგრძნობთ. ამას კი, თანამშრომლობამდე მივყავართ.

თეოდოსიუს დობჟანსკი, ცნობილი ბიოლოგი-ევოლუციონისტი მივიდა აზრამდე, რომ “ყველაზე მოქნილებს შეუძლია უყვნენ ყველაზე მგრძნობიარეებიც, რადგან გადარჩენა ხშირად ურთიერთდახმარებასა და კოოპერაციას მოითხოვს”. დობჟანსკის ხედვით, სწორედ ურთიერთკავშირი და თანამშრომლობაა ევოლუციური წარმატების წინაპირობა.

როდესაც მესამე დონეს მივაღწევთ, ჩვენი ხედვა, სმენა, ხმა და გონება ჩვენს გულთან ტანდემში მუშაობს. შეგვიძლია შევიგრძნოთ საკუთარი სხეული, რაც პირველ და მეორე დონეზე ძნელად ხდება. ფართოვდება ჩვენი თვალსაწიერი, აღვიქვამთ ცნობიერად, ვკითხულობთ სხვების რეაქციებსა და ჟესტებს. უფრო ადვილად ვსწავლობთ. როგორც ლიდერს, რაც უფრო ეფექტიანად შეგიძლიათ თვითრეგულირება და მე-2 დონიდან მესამეზე გადასვლა, მით უკეთესად შეგიძლია სხვების გაძღოლა და დახმარება.

ნაბიჯი #1 – გააზრება: პირველი ნაბიჯია, იცოდეთ, როგორი ბიოლოგია იმალება რეაქციების მიღმა და აცნობიერებდეთ, რომ სამივე დონეზე ყოფნა ნორმალურია. იმის ცოდნა, თუ რომელ დონეზე ხართ, გაძლევთ არჩევანისა და წინსვლის საშუალებას.

ნაბიჯი #2 – გაცნობიერება: როდესაც გამოწვევას გრძნობთ, დააკვირდით, რა ფიზიკური და ემოციური ნიშნები იმალება შფოთვის მიღმა. მუცელში დაჭიმულობაა? გული ჩქარდება? დააკვირდით, რადგან დიდი ალბათობით, ეს მეორე დონის ნიშანია.

ნაბიჯი #3 – გაიხსენეთ წარსული გამოცდილება, როდესაც სრულ გაურკვევლობაში წარმატებით შეგიბიჯებიათ. შესაძლოა, დაწეროთ კიდეც, როგორ მოქმედებდით რთულ სიტუაციაში და წარმატების გამოცდილი მოდელი გამოიყენოთ ამჟამინდელ გამოწვევასთან გასამკლავებლად.

ნაბიჯი #4 – განზრახვა – აივსეთ იმედით, გაუშვით ეგოს მოთხოვნილება და გაიაზრეთ უფრო მაღალი მიზანი. ფოკუსირდით განზრახვაზე, ეს ოქსიტოცინის გამოყოფას შეუწყობს ხელს და მესამე დონეზე გადასვლას გაგიადვილებთ.

ნაბიჯი #5 – მიენდეთ პროცესს. როდესაც მესამე დონეზე იმყოფებით, ბევრად ადვილია იდეების განვითარება და პარტნიორული ურთიერთობა. ესაა სწავლისაა და გამოწვევებთან გამკლავების მზაობა. მარტივი როდია, თუმცა, თუკი პირველ ორ დონეს არ დაუბრუნდებით, ცოტა ხანში ბევრად გაგიადვილდებათ ორმხრივადმოგებიანი საუბრების წარმოება.

რობერტმა სწორედ ეს მიდგომა გამოიყენა, დირექტორთან საუბრისას. მან გააცნობიერა, რომ პირველ ორ დონეზე იმყოფებოდა. გაიხსენა წარმატებული გამოცდილება. ამ მოგონებებმა გაზარდა მისი თავდაჯერებულობა და სიმშვიდე. ამ განწყობით, მან დირექტორს საუბრის გაგრძელებისკენ მოუწოდა. ის იყენებდა ვერბალურ და არავერბალურ სიგნალებს, რაც ნდობასა და უსაფრთხოებას აამაღლებდა საუბრისას. შემდეგ, უთხრა: “თქვენი გამოწვევა საკმაოდ რთულია. ჩემთვის ამის გააზრებაც არაა მარტივი. ამიტომ, ნება მომეცით, გავიმეორო, როგორც გავიგე და თუ შემეშლება, შემისწორეთ”. ასეთი გულახდილი საუბარი ნდობის წინაპირობად იქცა. როდესაც რობერტმა უსაფრთხო გარემო და მეგობრული განწყობა შექმნა, ახალმა იდეებმაც არ დააყოვნა. მან პრობლემის ნაცვლად, შესაძლებლობებისკენ მიაპყრო ყურადღება: შეეძლო კომპანიას, უკვე დაპირებულის ნაცვლად, ახალი მიდგომა შემოწღო? რამდენად მნიშვნელოვანი იყო სწორედ ეს ინვესტიცია? შესაძლებელი იყო თამამად წარედგინათ თავიანთი წინადადება დაფინანსების შესახებ? რობერტმა დირექტორს დაანახა ალტერნატიული მოქნილი გამოსავალი. ერთი თვის შემდეგ, როგორც რეპორტინგისას აღმოჩნდა, პრობლემა მოგვარების გზაზე იდგა. ამდენად, თვითრეგულირება არის თანამშრომლობისა და ცვლილებებისაკენ გზა. თუ გააცნობიერებთ, როგორია თქვენი ბიოლოგიური რეაქცია, შეძლებთ მაღალი სტრესის პირობებშიც კი გაიკვალოთ გზა.

 

წყარო: HBR



ახალი კვლევის თანახმად, “ფულს ბედნიერების ყიდვა შეუძლია”

ციფრული კულტურა ბიზნესის ჭრილში და ქართული სააგენტოს როლი ამ პროცესში – Creative Culture