in

Keepz – ციფრული გადახდები მიკრო ბიზნესისთვის

ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ალბათ, ყველანი აღმოვჩენილვართ მოცემულობაში – როცა რაღაცის ყიდვა გვინდა და ჩვენ ნაღდი ფული არ გვაქვს, მოვაჭრეს კი – ტერმინალი. შესაძლოა, ასეთ დროს არც ბანკომატი ყოფილიყო ახლოს, შესაძლოა, უკანაც არაერთხელ გავბრუნებულვართ, ან გვიფიქრია, რა იქნებოდა, ყველგან – სადაც რამის შეძენა გვსურს, ბარათით გადახდას ვახერხებდეთ?!   

გარემოვაჭრეები, ხელოსნები, ტაქსის მძღოლები, ფერმერები, უბრალოდ, ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა სახის მცირე ბიზნესი აქვთ, ხშირად ვერ იღებენ ციფრულ (ბარათით) გადახდებს, რაც მათი საქმიანობის განვითარებას საშუალოდ, 40%-ით აფერხებს. ეს სეგმენტი საკმაოდ მოცულობითია და მათი საქმიანობის სფეროებიც საკმაოდ  მრავალფეროვანი, თუმცა, გამოწვევა ყველასთვის საერთოა – ანგარიშსწორება მხოლოდ ნაღდი ფულით სავაჭრო ურთიერთობებს ზღუდავს და მომხმარებელსაც ჩარჩოში აქცევს. ჩვენ კი არჩევანი და თავისუფლება აქაც ისევე გვიყვარს, როგორც სხვა ყველაფერში. 

ზუსტად ამ პრობლემის საპასუხოდ – ბაზარზე ჩნდება Keepz – ფინტექ კომპანია, რომელიც ამ საჭირო და მნიშვნელოვან სეგმენტს ბარათით გადახდების მიღებას QR ტერმინალით სთავაზობს. QR ტერმინალი  უნიკალური QR კოდია, დაბეჭდილი და მოვაჭრის სივრცეში განთავსებული. როცა მომხმარებელს ნაღდი ფული არ აქვს – ის ასკანერებს კოდს და თანხას  მომენტალურად, მოვაჭრის ანგარიშზე რიცხავს. გადახდა ყველა კომფორტული მეთოდითაა შესაძლებელი – apple pay-ით, google pay-ით, კრიპტო აქტივის გამოყენებით და ახლა უკვე მობაილ ბანკითაც, რადგან Keepz პირველი ფინტექ კომპანიაა საქართველოში, რომელმაც ეროვნული ბანკისგან ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო. 

Keepz უფასოა, რეგისტრაციას კი სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. გარდა იმისა, რომ ის შეძენა-გაყიდვის პროცესს საგრძნობლად ამარტივებს, მოვაჭრეებს თავიდან არიდებს გაჭიანურებულ ბიუროკრატიას და ყოველთვიურ დანახარჯებს (ქვითრის, ელ.ენერგიის, ინტერნეტის). ასევე, რეგისტრირებულ პირებს, აპლიკაციაში შეუძლიათ აკონტროლონ ყოველდღიური გადახდები და უკეთ შეძლონ საკუთარი ბიზნესის მართვა.  

ინოვაციის მიმღებლობა ყველას თანაბრად არ აქვს, თუმცა კომპანიაში ამბობენ, რომ სამიზნე აუდიტორიამდე ინფორმაციის სრულყოფილად მიტანაში დიდი რესურსი და ძალისხმევა იდება. ამას ადასტურებს რამდენიმე ათასი რეგისტრირებული აქტიური „მერჩანტი“ და მომხმარებელი და ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია. საბოლოო მიზანი, ცხადია, უფრო გლობალურია და გულისხმობს, რომ Keepz იყოს ყველგან, სადაც ადამიანები რამეს ყიდულობენ ან ყიდიან.

[R]

3 თვისება, რომლებიც კარგ ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს

როგორ მოვიქცეთ, თუკი უფლებამოსილება შეგვიმცირეს