in

ინოვაციური გადახდის სისტემები ბაზარზე, Keepz.me და CityPay.io დაპარტნიორდნენ

CityPay.io და Keepz დაპარტნიორდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველგან, სადაც Keepz-ის QR ტერმინალია, შეძლებთ CityPay.io-ს დახმარებით Binance Pay-ით სარგებლობასა და სასურველი პროდუქტის თუ მომსახურების მიღებას.

თანამშრომლობა მოიაზრებს მომხმარებლისათვის კომფორტული და დაცული გადახდების გამოცდილების შექმნას. Keepz-ის სწრაფ და უკონტაქტო გადახდის არხში ახლა უკვე შეგიძლიათ, განახორციელოთ ტრანზაქციები კრიპტოაქტივით. ეს ყველაფერი გამორიცხავს ხანგრძლივი გადახდის პროცესების აუცილებლობას, რაც ტრანზაქციებს უფრო სწრაფსა და მოსახერხებელს ხდის როგორც ბიზნესისთვის, ასევე მომხმარებლისთვის.

ჩვენ ვცდილობთ, გადახდების სისტემაში დავნერგოთ ტექნოლოგიური სიახლეები და მეტად პროგრესული გავხადოთ. ორივე კომპანიის პროდუქტი ამ მხრივ უნიკალური და პიონერია ბაზარზე“, – აცხადებენ პარტნიორები.

CityPay.io-ს შესახებ:

CityPay.io პირველი კომპანიაა რეგიონში, რომელიც კრიპტოაქტივის მფლობელებს საშუალებას აძლევს, მიიღონ სხვადასხვა პროდუქტი თუ მომსახურება. მიმღები ბიზნესი კი გადახდას იღებს ლარში, საკუთარ ანგარიშზე. ასევე ფიზიკურ პირებს საშუალებას აძლევს, შეიძინონ ან გადაცვალონ კრიპტოაქტივი სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ. განვითარებულ სამყაროში ბლოკჩეინ სისტემა თანდათან უფრო პოპულარული ხდება იმ მნიშვნელოვანი უპირატესობების გამო, რასაც ის ონლაინბიზნესებს სთავაზობს. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდის მიზანია, გაზარდოს ცნობადობა ციფრული აქტივის გამოყენებით ტრანზაქციების განხორციელების შესახებ და დანერგოს კრიპტოაქტივის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

Keepz-ის შესახებ:

Keepz არის QR ტერმინალი, რომელიც თანხის გადახდისა და მიღების ინოვაციური, სწრაფი და მარტივი მეთოდია. ტრადიციული POS ტერმინალის ციფრული ალტერნატივა ბიზნესებს იაფ და მოსახერხებელ გადახდის პირობებს სთავაზობს.

[R]

„ხელოვნება შენი თავის და სამყაროს მუდმივი აღმოჩენაა“

გახდი თიბისის ტექსკოლის მონაწილე