Keepz ახალი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპია, რომელმაც BKN301 Georgia-სთან თანამშრომლობით, QR კოდების გამოყენებით თანხის/თიფის გადახდისა და მიღების ინოვაციური მეთოდი შექმნა.
თიფის მისაღებად სპეციალური აპლიკაციის გადმოწერა დაგჭირდებათ, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც iOS, ისე ანდროიდ მოწყობილობებისთვის; ხოლო თიფის/თანხის გადასახდელად აპლიკაციის ქონა აუცილებელი არ არის.
აპლიკაცია სრულიად უფასოა, მისი გამოყენება ძალიან მარტივია, რასაც თან ახლავს სისწრაფე — შედეგად, გადარიცხვა/ჩარიცხვის პროცესები ყოველგვარი მოლოდინის რეჟიმის გარეშე და რაც მთავარია, უსაფრთხოდ ხორციელდება.
როგორ გამოვიყენო თუ თიფის/თანხის მიღება მინდა?
როგორ გამოვიყენო თუ თიფის მიღება მინდა?
ვისთვის არის?
აპლიკაცია არის ყველასთვის, ვისაც უნდა, რომ მიიღოს თიფი პირად საბანკო ანგარიშზე წამებში.
1 ივნისიდან QR კოდით მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია ტაქსებშიც.
„დღეის მდგომარეობით, ტაქსიში საფასურის გადახდა მხოლოდ ნაღდი ფულითაა შესაძლებელი, რადგან მძღოლებს საბანკო ტერმინალების შეძენის საშუალება არ აქვთ. კომპანია BKN301 Georgia-მ შემოგვთავაზა საინტერესო წინადადება. ვფიქრობ, ეს გადახდების მიღების ინოვაციური და სწრაფი მეთოდია QR კოდის გამოყენებით. ის შეიძლება მიებას ნებისმიერი პირის ანგარიშის ნომერს“, — განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
კომპანია სამომავლოდ ახალი პროდუქტების დანერგვასაც გეგმავს. მაგალითად, გარდა ფიზიკური პირებისა, QR გადახდის სისტემა იურიდიული პირებისთვისაც დაინერგება, რის შემდეგ უკვე ნებისმიერ მაღაზიაში შესაძლებელი იქნება პროდუქტის Keepz-ის QR კოდით შეძენა. ამ ეტაპზე უკვე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს რესტორნებთან და სხვადასხვა ბიზნესთან.
დაინტერესების შემთხვევაში დაუკავშირდით: [email protected]
ასევე, მსურველებს შეუძლიათ Keepz-ის ოფისში მივიდნენ, რომელთაც QR კოდი (სტიკერის) სრულიად უფასოდ გადაეცემათ.
მისამართი: მიხეილ თამარაშვილის 13.
შეკითხვების შემთხვევაში დარეკეთ: 032 205 04 02
[R]