9
ნოე
2018

მეგობარი რობოტი, რომელიც ადამიანის სხეულზე მაგრდება

9 ნოე 2018

veon
veon


როგორ უნდა იმუშაოთ, როცა თქვენი პარტნიორი სხვა ქვეყანაშია? დისტანციურ მუშაობასთან დაკავშირებული სირთულის შესამსუბუქებლად, იაპონიაში, Keio-სა და ტოკიოს უნივერსიტეტების სტუდენტებმა დამხმარე რობოტი შექმნეს. მოწყობილობა, რომელიც შეგიძლიათ ზურგჩანთასავით გაიკეთოთ და რომელიც დახმარების ხელს გამოგიწვდით.

უფრო კონკრეტულად, ეს არის ბოტი, რომელიც იმართება თქვენი მეგობრის, ან პარტნიორის მიერ, რომელიც თავის მხრივ, იკეთებს ვირტუალური რეალობის სათვალეს და აღიჭურვება რობოტის მართვისთვის საჭირო მოწყობილობებით. Forse Feedback Sensor-ის საშუალებით, რობოტი გადასცემს თქვენს მეგობარს ამა თუ იმ საგნის შეხებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ბოტის თავის ადგილმდებარეობიდან (თქვენი თავის გასწვრივ) გამომდინარე, მას შეუძლია გადასცეს თქვენს მეგობარს ის, რასაც თქვენ ხედავთ, რაც ამარტივებს, მიზნის შესაბამისად, ბოტის ხელების მოძრაობის კონტროლს.

მეცნიერები ამბობენ, რომ ეს შეიძლება რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის დისტანციურად სწავლაშიც დაგეხმაროთ.

განხილვა