ბრიტანელი მსახიობი კირა ნაითლი ფოტოშოპის წინააღმდეგ გამოდის და ამბობს, რომ რედაქტირებული ფოტოები არ უყვარს.
ფოტოსესიის დროს ნაითლი რეტუშის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. “ფოტოშოპის გამო ჩემმა სხეულმა იმდენი ცვლილება გაიარა, რომ მზად ვარ შიშველ ფოტოსესიაზეც დავთანხმდე ოღონდ არაფერი შეასწორონ და არაფერი გაადიდონ.”