როგორ ხვდებით ახალ წელს და როდის იწყებთ მზადებას? ერთი თვით, თუ ერთი დღით ადრე? David Jones–ის საახალწლო ვიდეორგოლში ორი ოსკარის მფლობელი, ულამაზესი ავსტრალიელი მსახიობი ქეით ბლანშეტი საახალწლო სამზადის შესაძლო ვარიაციებზე გიამბობთ.
სავარაუდოდ, ვიღაც თვის დასაწყისში იწყებს საახალწლო ფუსფუსს, სხვა კი პირდაპირ იმ დღეს. სადღაც, ვიღაცას ჯერ კიდევ სჯერა სანტას არსებობის, პატარა ბავშვს კი ჯერ ვერ გაურკვევია დაიჯეროს, თუ არა. ზოგი მცირე საახალწლო დეკორაციით კმაყოფილდება, სხვას შედარებით ბევრი უნდა. ვიღაც საახალწლოდ განსაკუთრებულ სამოსს არჩევს, დანარჩენი კი ამას არც აქცევს ყურადღებას. ეს ერთი დღესასწაული უამრავ შესაძლებლობას იძლევა.












