in

მსოფლიოს უძველესი სასტუმრო, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს

გაგვიჭირდება იმის თქმა, თუ როდის შეიქმნა პირველი სასტუმრო, როდის გადაიხადა სტუმარმა პირველად თანხა. მართალია, ზუსტად არ ვიცით, როდის დაიწყეს ძველმა ცივილიზაციებმა სახლების მოგზაურთა მასპინძლობისთვის გამოყენება, თუმცა სტუმრების სახლების შესახებ უძველესი კონკრეტული ჩანაწერი თარიღდება ძვ.წ 69 წლით, პომპეიში. კარგი ამბავი ისაა, ისტორიამ შემოგვინახა ისეთი სასტუმროს შესახებ ინფორმაცია, რომელიც ამ დროისათვის ყველაზე ძველად მიიჩნევა. სად შეიძლება იყოს ის, თუ არა იაპონიაში – ქვეყანაში, რომელიც სიძველის გაფრთხილებითა და ტრადიციების პატივისცემით ასეთი გამორჩეულია? სანამ თქვენ გემრიელ ფინჯან ყავას შეექცევით, ჩვენ სწორედ უძველეს სასტუმროზე გიამბობთ, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს.

დღესდღეობით არსებული უძველესი სასტუმრო Keiunkan მე-8 საუკუნით თარიღდება და ის აკაიშის მთების ძირას მდებარეობს. საოცარია იმის გააზრება, რომ 1300 წლის მანძილზე, სასტუმროს ერთი და იმავე ოჯახის 52 თაობა უწვეტად მართავდა. Keiunkan-ის დაფუძნება ფუჯივარა მაჰიტოს სახელს უკავშირდება. ფუჯივარა მაჰიტო იაპონიის 38-ე იმპერატორ ტენჯის თანაშემწის ვაჟი გახლდათ. სასტუმროს სახელწოდება ეპოქის მიხედვით შეარჩიეს, ის კეიუნის ეპოქის მე-2 წელს დააარსეს და სწორედ ამიტომაც ეწონდა Keiunkan.

დღევანდელი გადმოსახედიდან, საოცარია იმის წარმოდგენა, რომ სასტუმრო ცხელი წყაროებით მარაგდებოდა, რომელიც იქვე მოიპოვება. სასტუმრომ ამ წყაროების პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.

თავად სასტუმრო „კეიუნკანი“ მდებარეობს იამანაშის პრეფექტურაში, იმავე რეგიონში, სადაც მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი მთა ფუჯია. როდესაც იაპონიის წმინდა მთის, ფუჯის საოცარ ხედებს დაათვალიერებთ, შეგიძლიათ იქვე აიღოთ გეზი მსოფლიოს ყველაზე უძველესი სასტუმრო „კეიუნკანისკენ“.

სასტუმრო ოდითგანვე იქცა შეკრების ცენტრად. მას სტუმრობდნენ დიდებულები, სამხედრო მეთაურები. „კეიუნკანი“ დღემდე განასახიერებს იაპონური ჰარმონიის გულის უცვლელ სტუმართმოყვარეობას სტუმრებისთვის.

სასტუმროს საფუძვლიანი რემონტი ჩაუტარდა 1997 წელს, თუმცა ბრძენმა იაპონელებმა ისტორიული არქიტექტურული სტილი შეინარჩუნეს. მხოლოდ თანამედროვეობა შეიტანეს შიდა სივრცეთი – ყველა ოთახს დაამატეს ცხელი წყლის აბანოები. თუკი სასტუმროს ვებგვერდზე სურათებს გადაავლებთ თვალს, დარწმუნდებით, რა სიფაქიზით ეპყრობიან იაპონელები თავიანთ ისტორიას – ინარჩუნებენ ძველს და ამდიდრებენ ახლით.

რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.

ყოველთვის ციოდა დედამიწაზე? — კვლევა

სახლისკენ მიმავალი გზა ყველაზე ძვირფასია