in

ელექტრონული მუსიკის ბუმი . . . უკვე ქუთაისში

Kutaisi-electronic-music-festival-logo

ბოლო რამდენიმე წელია საქართველოს უკვე ხშირად სტუმრობენ უცხოელი არტისტები, განსაკუთრებით ეს ტენდენცია ელექტრონული მუსიკის სცენას ეხება, მაგრამ 2014 წელი ამ მხრივ მართლაც ყველაზე გამორჩეული იქნება უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, სხვადასხვა უკვე არსებულ მუსიკალურ ფესტივალს თუ ღონისძიებას წელს დამატებით ახალი – ქუთაისის ელექტრონული მუსიკალური ფესტივალი – KEMF2014 დაემატა. ფესტივალი, 7 ივნისს, 15:00 საათზე, ვარციხის სამთავრობო რეზიდენციის – “ანანოვების სასახლის” ტერიტორიაზე, ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დახმარებით ჩატარდება. მას  ორგანიზებას სტუდია „MILKY WAY“  და ივენთ მენეჯმენტ კომპანია “INPUT” გაუწევს. ორგანიზატორთა თქმით მსგავსი ღონისძიების ჩატარების მიზანია ხელი შეუწყოს კულტურული ღონისძიებებისა და ელექტრონული მუსიკის პოპულარიზაციას რეგიონალური მასშტაბით. ფესტივალზე დასწრება უფასოა და ნებისმიერ მსურველს თავისუფლად შეუძლია შესვლა.

ქუთაისის ელექტრონული მუსიკის ფესტივალი სხვა აქამდე არსებული ივენთებისგან იმით განსხვავდება რომ მასში მონაწილეობას მიიღებენ ის არტისტები, რომლებიც ნამდვილად შეიძლება ითქვას რომ თანამედროვე მუსიკას უკრავენ, ამასთანავე ფესტივალი ჟანრობრივადაც მრავალფეროვანია და ყველანაირი გემოვნების მქონე ადამიანს შეეძლება ისიამოვნოს.

რაც შეეხება უკვე კონკრეტულად Line Up-ს, ორგანიზატორებმა საკმაოდ მოკლედ დროში შეძლეს და დაითანხმეს ისეთი არტისტები როგორიცაა, თანამედროვე ანდერგრაუნდ ტექნო სცენის გმირი, Sandwell District კოლექტივის წევრი Function,  რომელიც ფესტივალზე ლაივს შესთავაზებს ქართველ მსმენელს. მეორე გამორჩეული აქტი, ინგლისური ინდი პოპ/ელექტრონიკა ბენდი Vondelpark-ია, რომელთა პოპულარობა 2013 წელს  R&S Records ზე გამოშვებული ალბომის შემდეგ სწრაფად იზრდება. მესამე მნიშვნელოვანი არტისტი ამერიკელი პროდიუსერი და DJ, Slow Hands-ია  რომელიც ქართველ მსმენელს საათნახევრიან ლაივ პროგრამას შესთავაზებს. კიდევ ერთი აღსაღნიშნავი პერსონა რომელიც ქუთაისს ეწვევა ბერლინის ანდერგრაუნდ სცენის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, Tobias Freund ია, რომლის მუსიკა ექსპერიმენტალური და აბსტრაქტული ჟღერადობით გამოირჩევა.

ფესტივალის მნიშვნელოვანი ასპექტია ისიც რომ საშუალებას აძლევს ქართველ ახალგაზრდა, თუმცა ამავე დროს  ადგილობრივ(და არამარტო) ელექტრონულ მუსიკალურ წრეებში უკვე პოპულარულ პროდიუსერებს უფრო ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ, ამ შემთხვევაში ვარციხეში ჩასულ მსმენელს საშუალება ექნება Gacha-ს და 3 Suli-ს ლაივ შესრულებები მოისმინოს.

ლაივ შესრულებების გარდა, ასევე დაუკრავენ საქართველოში უკვე კარგად ცნობილი და ასევე დამწყები DJ-ეები: Zurkin, Cobert, Rhythmona, Walld და ZaPa.

რაც შეეხება დამატებით ინფორმაციას ლოკაციისა და ტრანსპორტირების შესახებ:

10439646_883937568288967_1853773102_nქუთაისის ცენტრალური მოედნიდან ფესტივალის მიმართულებით დაინიშნება ავტობუსები(ყოველ ნახევარ საათში ერთხელ, ორივე მიმართულებით),რომლით სარგებლობაც იქნება უფასო.

რაც შეეხება თბილისს:
თბილისიდან ფესტივალზე მოსახვედრად შეგიძლიათ ისარგებლოთ სპეციალური ავტობუსით. მგაზვრობის ღირებულება – 10 ლარი ( 2 გზა). ავტობუსი გადის რესპუბლიკის მოედნიდან 7 ივნისს 13.00-ზე.

ფესტივალის ტერიტორიაზე მოეწყობა კვებისა და კემპინგის ზონები.

„ქუთაისის ელექტრონული მუსიკის ფესტივალის“ გენერალური სპონსორია ლუდი “არგო”, რომელიც მომავალშიც შეეცდება მსგავს ღნისძიებებს დაუჭიროს მხარი.

უცხოელი არტისტების ოფიციალური გადამყვანი „ ატლასჯეტის“ ავიახაზებია.

მედია მხარდამჭერი ტელეკომპანია რუსთავი 2, რადიო ფორტუნა + და Marketer.Ge.

ფესტივალის ტერიტორიაზე GD ALCO, PHILIP MORRIS, „საირმის“ პროდუქცია ექსკლუზიურად და დაბალ ფასში გაიყიდება.

ორგანიზატორები თქმით,  მიუხედავად მოსამზადებლად არსებული მოკლე დროისა, ფესტივალის იდეა გაამართლებს და იმედია რომე მომავალში უფრო მასშტაბურ და ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ გვერდი: http://goo.gl/bzbuA5

რეკლამა, 21 წლის ავტომობილის გასაყიდად

Bmw i8 ჰიბრიდის ახალი რეკლამა