ბელგია, თავისი ტურისტული თვალსაზრისით, მიმზიდველი ადგილების რეკლამირებისთვის საინტერესო ვიდეორგოლს გვთავაზობს. სააგენტო Via Victor-ის მიერ მომზადებულ ვიდეოში ადამიანების ორი განსხვავებული კატეგორიაა წარმოდგენილი. პირველ რიგში, ისინი, ვინც სტუმრობენ წარმოუდგენელ ადგილებს, განიცდიან ახალ ემოციებს და ცდილობენ თვალით დანახული საოცრებები მხოლოდ მოგონებებში აღბეჭდონ. მეორე კატეგორიის ადამიანები კი ამ ყველაფრის ფოტოზე ან ვიდეოზე დაფიქსირებას და ამგვარად დამახსოვრებას ემხრობიან. თუმცა, შესაძლებელია ამ ორს შორის ბალანსის დაცვა და მოულოდნელობებით სავსე სამყაროს მაქსიმალური სიამოვნებით აღმოჩენა. სწორედ, ამ გზავნილს ავრცელებს ვიდეორგოლი.