კენ ბლოკის ყველაზე პოპულარული და ვირუსული პროექტის Gymkhana-ს ფარგლებში კიდევ ერთი ვიდეო გადაიღეს, რომელმაც რამოდენიმე დღეში 10 მილიონ მნახველზე მეტი დააგროვა.
ვიდეოს გადაღების მიზეზი პოპულარული თამაშის “Need for Speed”-ის გამოსვლა გახდა. კენ ბლოკი თავის მოდერნიზირებულ 1965 წლის Ford Mustang-ზე NFS-ში არსებულ სხვადასხვა თავბრუდამხვევ ტრიუკებს აკეთებს და კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ავტომობილის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვთ.
პროექტ Gymkhana-ს ტრადიციულად Castrol-ი ასპონსორებს. სპეციალურად ახალი ვიდეოსთვის Facebook-ზე კონკურსი მოაწყვეს, რომლის გამარჯვებულიც ზუსტად იმ საბურავებს მიიღებს, რომელიც კენ ბლოკის Ford Mustang-ზეა დამონტაჟებული.