in

„კენარი“ 19 წლის იუბილეს აღნიშნავს!

19 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართულ ოპტიკურ ბაზარზეკენარი“ გამოჩნდა. 2004 წლიდან მოყოლებული, კომპანია მომხმარებლებს მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს. ჩამოყალიბების დღიდან,კენარის“ თვითმიზანი საზოგადოებაში თვალის ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ცნობილი ბრენდების ქართველი აუდიტორიისთვის მიწოდებაა. დღესდღეობით, „კენარი“ ქართულ ბაზარზე ოფიციალურად წარადგენს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: Ray-Ban, TOM FORD, Silhouette, Burberry, GUCCI, CELINE, BOSS, Bottega Venetta, Giorgio Armani, MYKITA და სხვა. გამოწვევებით სავსე 19-წლიანმა გზამ კომპანია გაზარდა და განავითარა. ტენდენციები იცვლება „კენარი“ კი მათთან ერთად ვითარდება.

თითქმის ორი ათწლეულის მანძილზე, კომპანიამ ბევრი გამოწვევის გადალახვა შეძლო, რის შედეგადაც ქართულ ოპტიკურ ბაზარზე წამყვან კომპანიად პოზიციონირდა. კენარის მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის მომსახურების მაღალი ხარისხის შექმნა იყო. დღემდე მათი მთავარი მიზანია დროული და საჭირო სერვისი გაუწიონ მომხმარებლებს. გარდა იმისა, რომ „კენარში“ შეხვდებით წამყვანი ბრენდების კოლექციებს, შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერი სერვისი, რაც თვალთან არის კავშირში. ასევე, ფილიალში დაგხვდებათ მაღალკვალიფიკაციური ექიმები,რომელთა გადამზადებას საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, კომპანია უზრუნველყოფს.

„წლების მანძილზე სწორი მენეჯმენტით შევძელით შეგვექმნა ლოიალური გარემო, რაც განაპირობებს მოტივირებულ და ბედნიერ თანამშრომლებს,“ -.კომპანიაში თვლიან,რომ თანამშრომელი არის მთავარი ღერძი  სწორი კომუნიკაციის ფორმირებაში მომხმარებლებთან.

როგორია 19 წლის მუშაობის შედეგები?

19 წლის შემდეგ, კომპანიას აქვს 13 სივცრე, რომელიც მთლიანად მორგებულია მომხმარებელზე. მსოფლიო დონის ბრენდების ყველა ბენეფიტი ქართველი აუდიტორიისთვის,  „კენარის“ საშუალებით, ხელმისაწვდომია.

15 წელზე მეტია, რაცკენარიამერიკული ALCON-ისა და ფრანგული ESSILOR-ის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. თითოეული მათგანი ლიდერ პოზიციას ფლობს ოპტიკურ ინდუსტრიაში – როგორც კონტაქტური, ასევე სათვალის ლინზების წარმოების მიმართულებებით

19-წლიანი მუშაობის გამოცდილება ძალიან ეხმარებათ ბრენდს გაიგოს და შეისწავლოს მომხმარებლების პრეფერენციები და სურვილები. კოლექციები ყოველთვის სპეციალურად ირჩევა. „კენარმა“ იცის, რა სჭირდება ქართველ მომხმარებლებს და მათზეა ორიენტირებული.

[R]

კონკურსი ყავის მომზადების საუკეთესო ტექნიკაში – „მოქსიში“ Lavazza Barista Challenge ჩატარდა

No BS Pillow ბალიშის განსხვავებულ კონცეფციას გვთავაზობს