უკვე 21 წელია, კენარი საქართველოს ოპტიკური ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. 2004 წლიდან, კენარი აერთიანებს გამოცდილებასა და ინოვაციას და ამართლებს მომხმარებელთა მოლოდინებს.
კენარი 60-ზე მეტი მსოფლიო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის ისეთი ბრენდების, როგორებიცაა: Ray-ban, Gucci, Dior, Mykita, Celine, LGR, TOM FORD, SILHOUETTE, LOEWE, BOSS, ALCON, ESSILOR და სხვა მრავალი.
კომპანია ყოველთვის დგას ხარისხის, პროფესიონალიზმისა და თანამედროვე ხედვის მხარეს. კენარი მომხმარებელს სთავაზობს მზის და ოპტიკურ სათვალეებს, სათვალის და კონტაქტური ლინზების ფართო არჩევანს და ასევე, ოფთალმოლოგის მომსახურებას. ფილიალებში დიაგნოსტიკური ტექნოლოგიები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის განახლებული.

კომპანია მუდმივად ზრუნავს მომსახურების გაუმჯობესებასა და ინოვაციური სიახლეების დანერგვაზე, რათა თითოეული მომხმარებლისთვის კენართან ურთიერთობა გამორჩეულ გამოცდილებად აქციოს.
21 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 14,15 და 16 ნოემბერს, კენარი მომხმარებლებს სრულ ასორტიმენტზე 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.
ეს არის კომპანიის მადლიერება იმ ნდობისა და ერთგულებისთვის, რომელიც წლების განმავლობაში თითოეულმა მომხმარებელმა გამოხატა.
შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი მოდელი და გახდით 21-წლიანი ისტორიის ნაწილი!
[R]











