in

BALENCIAGA და BOTTEGA VENETA უკვე კენარშია!

მოდის ინდუსტრია მუდმივად იცვლება. არსებობს ბრენდები, რომლებიც დროს უძლებს და ყოველ წელს სიახლეებით გვანებივრებს. 2022 წლის სასიამოვნო სიახლე არის ის, რომ ოპტიკურ კომპანია „კენარში”  GUCCI-ს შემდგომ ისეთი ლაქშერი კატეგორიის ბრენდები დაბრუნდა, როგორიცაა BALENCIAGA და BOTTEGA VENETA. კენარის გუნდი ბაზარზე ინარჩუნებს ექსკლუზიურობას და მუდმივად ცდილობს, მომხმარებელს შესთავაზოს განსხვავებული, ტრენდული და უახლესი კოლექციები.

BALENCIAGA – მოდის სახლი დაარსდა 1917 წელს, ესპანელი მოდის დიზაინერის, კრისტობალ ბალენსიაგას მიერ. ბალენსიაგას პირველი ბუტიკი კი 1919 წელს ესპანეთში, სან სებასტიანში გაიხსნა. ბალენსიაგა მოდის ინდუსტრიაში ლიდერია თავისი კრეატიულობის, ოსტატური ფორმებისა და დახვეწილი ტექნიკის გამო. 2015 წლიდან ბალენსიაგას კრეატიული დირექტორი ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალიაა, რომელიც აგრძელებს ბრენდის ძირითადი ხედვის შენარჩუნებას და კოლექციებში მუდმივად გამოხატავს რადიკალურ სტილს.

BOTTEGA VENETA – იტალიური მოდის სახლი, ცნობილი მაღალი ხარისხის ტყავის აქსესუარებით. ბოტეგა ვენეტა დაარსების დღიდან მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ბრენდად სახელდება. ბოტეგა ვენეტას ახალი კოლექცია გამოხატავს ბრენდის არსსა და ძირითად ღირებულებებს. ნაცნობი ფორმების გამორჩეული ვიზუალი, სადაც მკვეთრად არის გამოხატული ფერების კომბინაციები, დახვეწილი კონტურები და გეომეტრიული სიმბოლოები აცეტატზე. 

მაღალი ხარისხი, კრეატიული ფორმები, ფერების ჰარმონიული შერწყმა – ეს არის ბრენდები, რომელიც მუდმივად კვალს ტოვებენ მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში.

„კენარი” კერინგი ჯგუფის (Discover Kering) პარტნიორია საქართველოში. კერინგი არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ჰოლდინგი. სათავო ოფისი პარიზში მდებარეობს. კენარში წარმოდგენილი ბრენდებიდან კერინგის ჯგუფში შედის: GUCCI, BALENCIAGA და BOTTEGA VENETA. პარიზში, ყოველ წელს იმართება უახლესი კოლექციების პრეზენტაცია, სადაც კენარის შესყიდვების გუნდი პირადად ხვდება ბრენდების წარმომადგენლებს და ერთად არჩევენ ქსელში წარმოდგენილ მოდელებს.

ოპტიკური კომპანია კენარი 17 წელია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მომსახურების მაღალი ხარისხი, მრავალფეროვანი არჩევანი და განახლებული კოლექციები მუდმივად იქცევს მომხმარებლის ყურადღებას. ქსელში იხილავთ ქალის, მამაკაცისა და ბავშვის მზის და ოპტიკური სათვალეების უნიკალურ ასორტიმენტს.

ბალენსიაგას შეძენა ჭავჭავაძის 24-ში, კენარის მაღაზიაში შეგიძლიათ, ხოლო ბოტეგა ვენეტას მისამართებია: კენარი, თბილისი მოლი; სითი მოლი საბურთალო; გალერია თბილისი.

[პარტნიორის კონტენტი]

Liffit – შენი პერსონალური მწვრთნელი უკვე შენს სმარტფონში!

PANTONE-ის წლის ფერების მიხედვით, სკეიტბორდები გამოუშვეს