in

მავნე გამოსხივებისგან 100%-ით დამცავი სპეციალური ლინზები “კენარისგან”

Crizal Prevencia განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როცა ბავშვები „ონლაინ“ სწავლობენ

21-ე საუკუნეში, ბავშვები, დღის საკმაოდ დიდ ნაწილს, მობილურისა და კომპიუტერის ეკრანებთან ატარებენ. განსაკუთრებით, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, როცა, კორონავირუსის პანდემიის გამო, „ონლაინ“ უწევთ გაკვეთილებზე დასწრება, ტესტების ჩაბარება, საყვარელ ადამიანებთან საუბარი და ა.შ. სწორედ ამ დროს, შესაძლოა, გამოგვეპაროს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ეს მათ მხედველობაზე ზრუნვაა – ციფრული ტექნოლოგიების გამოსხივება საზიანოა თვალის ჯანმრთელობისთვის. ულტრაიისფერი სხივების ჭარბი ზემოქმედება იწვევს როგორც მხედველობის დროებითი დაბინდვას, ისე – მუდმივი დაზიანებას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო წლის მონაცემებით, 19 წლამდე, 312 მილიონ ბავშვს აღენიშნება მიოპია (ახლომხედველობა). ეს დაავადება, ჩვეულებრივ, 8-დან 12 წლამდე ასაკში ვლინდება. გარდა ამისა, მსოფლიო მასშტაბით, ამავე ასაკის 19 მილიონ ბავშვს აქვს მხედველობის სხვა დარღვევები: ჰიპერტროპია, შორსმხედველობა, სიმშრალე, მუდმივი ცრემლდება. ეს რიცხვები ყოველთვიურად იზრდება, რისი მთავარი მიზეზიც COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის დროს, ტექნოლოგიებთან დიდი დროის გატარებაა. ხშირ შემთხვევაში, დაავადებების გამომწვევი მოლურჯო – მოიისფრო გამოსხივებაა, რომელსაც ციფრული მოწყობილობები – მობილურები, კომპიუტერები, პლანშეტები – გამოყოფს. გამოსხივება იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია, დააზიანოს ბადურას უჯრედები. ამიტომ, აუცილებელია, დროული რეაგირება, სპეციალური დამცავი სათვალის ლინზების მეშვეობით.

პარიზში ჩატარებული რამდენიმეწლიანი კვლევების საფუძველზე, ფრანგულმა საერთაშორისო სათვალის ლინზების მწარმოებელმა კომპანია „ესილორმა“ (Essilor International Sa) სათვალის ლინზებისთვის შეიმუშავა სპეციალური დაფარვა Crizal Prevencia. ის იცავს მხედველობას 100%-ით, ყველა მავნე გამოსხივებისგან, მათ შორის მოლურჯო – მოიისფრო სინათლისგან.

Crizal Prevencia პირველი პრევენციული ობიექტივია, რომლის მიზანიც თვალის მაქსიმალური დაცვაა. ლინზები ამცირებს მავნე ლურჯი სინათლის ზემოქმედებას და საშუალებას აძლევს სასარგებლო ლურჯ-ფირუზისფერ სინათლეს შეაღწიოს თვალში. ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ Crizal Prevencia ბადურას უჯრედების დაზიანებას 12%-მდე ამცირებს.

სწორედ ამ მნიშვნელოვანი დაზიანებების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია, ბავშვმა ატაროს Led და UV გამოსხივებისგან დამცავი ოპტიკური სათვალე და მშვიდად მიიღოს განათლება „ონლაინ“. ასეთ დროს, მისი თვალი 100%-ით დაცულია მავნე გამოსხივებისგან.

Essilor-ის სათვალის ლინზებისთვის Crizal Prevencia-ს შერჩევა „კენარის“ ოპტიკურ სალონებში შეგიძლიათ.

 

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ გაჩნდა Airbnb-ის იდეა?

მეცნიერები, გეოინჟინერიის გამოყენებით, დედამიწის გაგრილებას გეგმავენ