1-ლიდან 10 მარტის ჩათვლით, „კენარი“ მომხმარებლებს, სრულ კოლექციაზე – მსოფლიოში წამყვანი ბრენდების მოდელებზე – 50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს.გარდა ამისა, 3 და 8 მარტს, ქალთა დღეების აღსანიშნავად, „კენარმა“ გადაწყვიტა, ნებისმიერი ოდენობის სასაჩუქრე ვაუჩერით, ადამიანებს დახმარებოდა იმ პროცესების გამარტივებაში, რომელსაც ადრესატის გემოვნების შესაბამისი სათვალის შერჩევა ჰქვია.
„კენარი“ მხოლოდ ამ სიახლეებით არ შემოიფარგლა და ბრენდის ფილიალების ვიტრინებზე, ჩვენი წინამორბედი პოეტების ლექსებიდან ამონარიდები გააცოცხლა: „გაზაფხულო! გაზაფხულო! რა კარგი ხარ, რა კარგი!“
რაც შეეხება კომპანიის უახლოესი მომავლის გეგმებს, „კენარის“ შესყიდვების გუნდი რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა მილანის ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენიდან – MIDO. „კენარის“ წარმომადგენლებმა მომხმარებლებისთვის პარტნიორი ბრენდების უახლესი მოდელები შეარჩიეს, რომლებსაც ძალიან მალე, ბრენდის ყველა ფილიალში იხილავთ.
[R]











