in

როგორ დავიცვათ ბავშვები მხედველობისთვის მავნე გამოსხივებისგან? – “კენარის” რჩევები

მას შემდეგ, რაც ჯოან როულინგის გმირი, ჰარი პოტერი მსოფლიო კინოეკრანებზე გამოჩნდა, ბავშვები სათვალის ტარების მოდამ მოიცვა. როგორც აღმოჩნდა, მხედველობის პრობლემები ზღაპრულ სამყაროშიც არსებობს. რატომ უნდა ატაროს ბავშვმა დამცავი სათვალე?

 

დადგენილია, რომ ინფორმაციის 80%-ს ადამიანი მხედველობის საშუალებით იღებს. კარგი მხედველობა ბავშვის სწავლისა და განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა. სანამ ბავშვი თავად შეძლებს საკუთარ თვალზე ზრუნვას, მისი მხედველობის გაფრთხილება მშობლების ვალია. მნიშვნელოვანია, რომ ყოველმა მათგანმა კარგად იცოდეს თვალისა და მხედველობის მოვლის ის აუცილებელი ნორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ თვალის სწორ ზრდა-განვითარებას მის ზრდასრულ ასაკამდე, რაც საბოლოოდ მხედველობის მაქსიმალურ სიმახვილეზე აისახება.

ბავშვის მხედველობა 8–9 წლის ასაკამდე ვითარდება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერ დარღვევაზე დროული რეაგირება. ბავშვები სინათლეზე უფრო მეტ დროს ატარებენ, ვიდრე მოზარდები. შესაბამისად მათი თვალები განიცდიან მეტ დატვირთვას მავნე მოლურჯო-მოიისფრო სხივებისგან, ისევე როგორც ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. ულტრაიისფერი სხივების ჭარბმა ზემოქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს როგორც მხედველობის დროებითი დაბინდვა, ასევე მუდმივი დაზიანებაც.

სათვალის ლინზების მწარმოებელი ფრანგული კომპანია Essilor-ის კვლევის თანახმად, 5–დან 8 წლამდე ასაკის ბავშვების 46% კომპიუტერს კვირაში ერთხელ მაინც გამოიყენებს. ამავე კვლევის მიხედვით, ისინი დღეში საშუალოდ 3 საათს უთმობენ ტელევიზორის ყურებას, სათამაშო პლანშეტებს ან სმარტფონებს. მზისა და ასევე ხელოვნური სინათლის წყაროებით (როგორებიცაა სხვადასხვა LED მოწყობილობები, ეკონომ ნათურები, კოპიუტერის ეკრანები, სმარტფონები, ტელევიზორები) გავრცელებული მოლურჯომოიისფრო სინათლე მნიშვნელოვან როლს თამაშობს თვალის ჯანმრთელობის გაუარესებაზე, კერძოდ იწვევს ასაკობრივი მაკულარული დეგენერაციის (AMD) განვითარების რისკს, რაც შესაძლოა გახდეს მხედველობის დაკარგვის მიზეზი. კომპანია Essilor-მა შეიმუშავა სპეციალური დაფარვა Crizal Prevencia („კრიზალ პრევენცია“) სათვალის ლინზებისთვის, რაც უზრუნველყოფს მხედველობის 100%-ით დაცვას ყველა მავნე გამოსხივებისგან, მათ შორის მოლურჯო–მოიისფრო სინათლისგან, და ამავდროულად ლინზას უნარჩუნებს მაქსიმალურ გამჭვირვალობას.

რჩევები ბავშვის მხედველობის დაზიანების თავიდან ასაცილებლად:

წელიწადში რამდენჯერმე ეწვიეთ ოფთალმოლოგს.

თვალების პერიოდული და ხშირი დასვენება თუ ბავშვს კარგი მხედველობა აქვს, უმჯობესია მეცადინეობისას ყოველ 40 წუთში ერთხელ შეისვენოს. თუ მსუბუქი ხარისხის ახლომხედველიაყოველ ნახევრ საათში ერთხელ. შესვენება არ ნიშნავს ტელევიზორის ყურებას ან კომპიუტერთან ჯდომას. შესვენებაში იგულისხმება გარეთ, ჰაერზე გასვლა, ან ისეთი აქტივობები, რომლებიც არაა დაკავშირებული თვალის დაძაბვასთან და გადაღლასთან.

ნაკლები დრო დაუთმოს ბავშვმა კომპიუტერს და ტელევიზორს. 6–7 წლამდე ბავშვისთვის კომპიუტერის მოხმარება არ არის რეკომენდებული. 7–12 წლამდე ნორმალური მხედველობის მქონე ბავშვებისთვის კომპიუტერთან მუშაობის მაქსიმალური დროა 40–60 წუთი, ხოლო 12–15 წლამდე მოზარდებისთვის დღეში არაუმეტეს 2–2.5 საათი.

მიზანშეწონილია თამაშის დროს რამდენჯერმე შესვენება.

მეცადინეობა განათებულ ოთახში – რეკომენდებულია ლოკალური განათების (მაგიდის ნათურის) გამოყენებაც.

არ შეიძლება კომპიუტერის ეკრანისა და ტელევიზორის სიბნელეში ყურება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2017 წელს ბავშვებში თვალის დაავადებების ახალი რეგისტრირებული შემთხვევების რიცხვმა 41 000– გადააჭარბა. პაციენტების უმრავლესობას თვალის სიმშრალე, ცრელმლდენა და მხედველობის გაუარესება აწუხებთ. ექიმები ფაქტს კომპიუტერისა და მობილური ტელეფონის აქტიურად გამოყენებას უკავშირებენ. სწორედ ამ მნიშვნელოვანი დაზიანებების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ბავშვმა ატაროს სათვალე, უმაღლესი ხარისხის მქონე LED და UV გამოსხივებისგან დამცავი ლინზებით, რომლებსაც ESSILOR- გვთავაზობს. Essilor-ის სათვალის ლინზის შერჩევა კენარის ოპტიკურ სალონებშია შესაძლებელი.

[R]

სან-ფრანცისკოში თვითმართვადი მანქანა-მაღაზია გამოჩნდა

თბილისში განათლებისა და მეცნიერების ქალაქი აშენდება