in

„კენარი“ Spotlight 2022-ის მხარდამჭერია!

Spotlight ბრუნდება! 27 ნოემბერს მისი სცენა სადღესასწაულო განწყობას კვლავ შეიძენს. მონატრებული ღონისძიება თბილისში, სასტუმრო პულმან აქსის თაუერსში 700-მდე სტუმარს მოუყრის თავს და მონატრებულ მარკეტინგულ დღესასწაულში გადაეშვება. მთელი დღის მანძილზე ჩატარდება მასტერკლასები, ვორკშოპები, ინსპირაციული გამოსვლები და პანელური დისკუსიები. „სფოთლაითის“ სცენიდან, აუდიტორიას 30-მდე სპიკერი მიმართავს და გამოცდილებას გაუზიარებს. Spotlight 2022-ის მხარდამჭერებს შორისაა Kenari. ღონისძიების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე კენარის სტრატეგიული განვითარების მენეჯერი ნიკოლოზ ჯავახია გვესაუბრა.

M: თქვენი დაკვირვებით, რა მნიშვნელობა აქვს სფოთლაითს ქართული მარკეტინგის სამყაროში? რა შეცვალა სფეროში, ამ დროის მანძილზე?

მარკეტიგნის საფუძველი კომუნიკაციაა. სფოთლაითი არის სწორი გზავნილი საჭირო დროს კონკრეტული ადამიანების მისამართით. წლების განმავლობაში სფოთლაითმა ერთმანეთს გააცნო უამრავი ადამიანი. იქმნება უწყვეტი ჯაჭვი,  რომელიც პირველი სფოთლაითიდან იწყება და მუდმივად ზრდის პროცესშია. ეს არის ღირსეული ურთიერთოების დამყარება, რომელიც არა მხოლოდ ორგანიზაციებისთვის, არამედ თითოეული ადამიანისთვისაა მნიშნელოვანი. ხალხი სფოთლაითზე დღეების და წლების განმავლობაშიც კი საუბრობს. 

მარკეტინგის სფეროს განვითარებისთვის უდიდესი როლი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ სფოთლაითზე განიხილება ისეთი საინტერესო თემები, რომელიც მუშაობის პროცესში ნებისმიერ დროს გამოგადგება.

M: უკვე არაერთი წელია თვალს ადევნებთ სფოთლაითს. თქვენი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი ღონისძიების მხარდაჭერა?

სფოთლაითი არის ერთადერთი მარკეტინგული ღონისძიება, სადაც ყოველ წელს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთიანდებიან და ქმნიან გამორჩეულ და დასამახსოვრებელ დღეს. კენარი არის ინოვაციური კომპანია, რომელიც მუდმივად მიისწრაფვის სიახლეებისკენ. ჩვენთვის სფოთლაითი არის ბიზნეს დღესასწაული, სადაც ცოდნის გაზიარება სიამოვნებაა.  ეს არის 1 დღიანი ღონისძიება , რომელიც კომპანიას ხელს უწყობს გრძელვადიანი იმიჯის შექმნაში.

M: თქვენთვის რითაა საინტერესო და მნიშვნელოვანი სფოთლაითის მხარდაჭერა?

სფოთლაითის თემა ,,ცდა“ კენარის ვებ გვერდთან გავაიგივეთ. წელს შევქმენით ახალი, თანამედროვე დიზაინის ონლაინ მაღაზია www.kenari.ge და გვსურს, რომ ჩვენი ვებ გვერდის სახელი მიზნობრივ აუდიტორიამდე მივიდეს. „ცადე კენარი ONLINE“ – ეს იქნება ჩვენი სლოგანი სფოთლაითზე. სფოთლაითის თითოეული სტუმარი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ამიტომ, სხვადასხვა სიმბოლური საჩუქრით მათ გახარებას ვეცდებით.

 

Spotlight-ის წარმდგენია: საქართველოს ბანკი.
პარტნიორი: eTeam.
მხარდამჭერები: TON, Alliance Group, m², ბორჯომი, WOLT, თეთრი კვადრატი, Gulf, GPC, Maxtherm, Skoda, Kenari, Adwise, EKIMO, ლურჯი ოკეანე, ალდაგი, AccountAnts.

ექსკლუზიური ფასდაკლება Android-ის სმარტფონებზე — Onoff.ge

TNET-ის UI/UX მიმართულებას ბაჩო ბარნაბიშვილი უხელმძღვანელებს