in ,

რა ხდება, როდესაც მამაკაცის ბავშვობის ოცნების ასრულება ცოლზეა დამოკიდებული? – Keno-ს ექსპერიმენტი

აქვთ თუ არა მამაკაცებს უფლება აიხდინონ ბავშვობის ოცნება მოგებული ფულით? რა თქმა უნდა აქვთ, თუ მეუღლე წინააღმდეგი არაა. რაზე ოცნებობენ მამაკაცები? ეს ისეთივე უსასრულო კითხვაა, როგორც – რა სურთ ქალებს.

 

 

აზარტული თამაშების კომპანია  Keno–მ  გერმანიაში გამოკითხვა ჩაატარა: ცოლებს ჰკითხეს, მოგებული 1 მლნ-დან, რამდენის დახარჯვის უფლება აქვთ მეუღლეებს თავისი ოცნების ასრულებაზე? პასუხები ტყუილის დეტექტორით მოწმდებოდა.

საინტერესო გამოვიდა: სიტყვიერად, ცოლები თანხმდებოდნენ, რომ მოგებული თანხა მეუღლისაა, მაგრამ დეტექტორი საწინააღმდეგო რეაქციას აფიქსირებდა. ტყუილში მხილებული ცოლები მხოლოდ ამის მერე აღიარებდნენ თავის რეალურ დამოკიდებულებას, გულისტკენას და ასახელებდნენ მიზეზებს. ამ ყველაფერს კი ქმრები ფანჯრის მეორე მხრიდან უსმენდნენ.

Keno–მ თავის მომხმარებელს დაანახა, თუ რამდენად დიდი შანსი აქვთ მოიგონ ერთი მილიონი კრონი, რაც დაახლოებით 150 00 აშშ დოლარია. ამის ფონზე ისიც გამოჩნდა, რას ფიქრობენ მეუღლეები მოგებული თანხის გადანაწილებაზე. კომპანიამ ამ რეკლამით მამაკაცებს რჩევაც მისცა – ქორწინების კონტრაქტის გაფორმება, რათა თავის მომავალ მილიონს გაუფრთხილდნენ.

როგორ შევქმნათ ავტომობილის რეკლამა ავტომობილის გარეშე? – Blackbird

სიახლე ფიტნესის ბაზარზე – რას გვთავაზობს ახალი ფიტნეს ცენტრი მხოლოდ ქალბატონებისთვის? City Fitness