in

„კენწერო“ – უფასო პლატფორმა არაფორმალური განათლებისთვის

კოვიდ 19-ის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით ადამიანები სახლებში გამოკეტა, თუმცა მედალს ორი მხარე აქვს, მართალია ეს ჭირი ცალსახად მარგებელი არ იყო, მაგრამ რაღაცების გამარტივებაში მაინც დაგვეხმარა. სახლში გამოკეტილებმა ყველაფრის დისტანციურად კეთების ხერხს მივაკლვიეთ, თითქმის ყველაფრის, რა თქმა უნდა.

ხოდა, იმას ვამბობდი, რომ სწავლა იმ საქმების სიის მოწინავე ადგილზეა, რაც შეგიძლია დისტანციურად აკეთო და თან კარგადაც გამოგივიდეს. სწორედ პანდემიის დროს შეიქმნა კენწერო, ელექტრონული სწავლების ქართულენოვანი პლატფორმა, რომლის კონცეფციაც ზედმიწევნით მარტივია: კონკრეტულ სფეროებში ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ პლატფორმის სტუმრებს.

სკოლის ატესტატი, უნივერსიტეტის დიპლომი, დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი, ჯანმრთელობის ცნობა და რამოდენიმე რთული გამოცდა… ეს იმ რაღაცების სიაა, რაც კენწეროზე სწავლის დასაწყებად ნამდვილად არ დაგჭირდებათ. აქ  სწავლა მარტივად, პორტალზე რეგისტრაციით იწყება.

ცოდნის მძებნელებს პლატფორმა ჯერ მხოლოდ ორი: დემოკრატიზაციისა და კარგი მმართველობის და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლით უმასპინძლდება. თუმცა სკოლების რაოდენობა თანდათან გაიზრდება და სტუმრებს ცოდნისა და გამოცდილების ბევრად დიდ სპექტრზე ექნება წვდომა.

როგორც ალბათ უკვე მიხვდა დაკვირვებული მკითხველი, კენწეროს კენწერო ცნობილი ქართველი პოეტის არანაკლებ ცნობილი აფორიზმის პატივსაცემად დაერქვა, აქაოდა სწავლა აქ უკვე გატკბილდა, უკვე კენწეროზე ხარო.

მართლა ტკბილია აქ სწავლის პროცესი? თუ შემქმნელთა კრეატიულობა სახელის მოფიქრებისას ამოიწურა? ეს ნამდვილად არ არის შეკითხვა, რომელიც თაობებს შეაწუხებს, რადგან ამაზე პასუხს ახლავე გაგიმხელთ: დიახ, აქ სწავლის პროცესი სწრაფი, მარტივი და ეფექტიანია.

რატომ?

როგორც უკვე გითხარით, შეგიძლია სწავლა მარტივად, მხოლოდ რეგისტრაციით დაიწყო, რისთვისაც დაგჭირდება ინტერნეტის აქტიურ წყაროსთან რაიმე ხერხით მიერთებული სმარტფონი ან კომპიუტერი. რეგისტრაციის შემდეგ აირჩევ სასურველ მიმართულებას და შემდეგ შეგიძლია ლექციებს დაესწრო საიდანაც გინდა, როცა გინდა, რა პოზაშიც გინდა, შეგიძლია დააპაუზო, გათიშო, გახვიდე დაისვენო, მოხვიდე და გააგრძელო.

რა გვძაბავს სწავლაში? რა თქმა უნდა შეფასება, რომლისგანაც კენწერო გათავისუფლებთ, აქ შენვე აფასებ საკუთარ თავს და შენსავე ცოდნას. თაც მთავარია ეს ყველაფერი სრულად უფასოა და რა თქმა უნდა კურსის დასრულებისას მიიღებ ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

კენწერო მხოლოდ ონლაინ ვიდეო ლექციები და ქვიზები როდია, აქ ონლაინ შეხვედრები და ვებინარები ჩატარდება, სადაც მონაწილეებს შეეძლებათ, როგორც მენტორებთან, ისე ერთმანეთთან ინტერაქცია, კითხვების დასმა, მოსაზრებების გამოთქმა და საინტერესო რაღაცებზე მსჯელობა. მოკლედ, კენწერო არა მხოლოდ ცოდნისა და გამოცდილების მიღებაში, ახალ ადამიანებთან კავშირის დამყარებაშიც დაგეხმარება.

თუმცა, როგორც ტევე მარკეტის წამყვანები ამბობენ, ეს ყველაფერი არ არის! აქ უკვე დაანონსდა ესეების კონკურსი, რომლის გამარჯვებულებიც პლანშეტურ კომპიუტერებს და ფასიანი სტაჟირების გავლის შანსს მიიღებენ. მოკლედ, თუ შემდეგი ხუთი წუთის განმავლობაში დარეგისტრირდებით, მართალია ფასდაკლებას ვერ მიიღებთ, როგორც ტევე მარკეტში, (ან რა ფასდაკლება უნდა, ისედაც უფასოა), თუმცა ეს კენწეროსკენ გადადგმული ერთი დიდი ნაბიჯი ნამდვილად იქნება.

მოკლედ სწავლა არასოდეს ყოფილა ისეთი კომფორტული და ტკბილი როგორც კენწეროზე, პლატფორმაზე, რომელიც განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD)-ს ინიციატივით, დიდი ბრიტანეთის საელჩოსა და დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის (GGF) ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. მისი მხარდამჭერები და დონორები არიან: კანადის საელჩო, კანადის ადგილობრივი ინიციატივების მხარდაჭერის ფონდი (CFLI) და ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED). “კენწეროს” პარტნიორები კი: დემოკრატიის ლაბორატორია, სექტორი 3, ფორბს ჯორჯია, ბიემჯი და GISA არიან.

 

[პარტნიორის კონტენტი]

ციფრული კულტურა ბიზნესის ჭრილში და ქართული სააგენტოს როლი ამ პროცესში – Creative Culture

ტრადიციული რეწვის განვითარების ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობა