1
May
2019

მსოფლიოში ყველაზე პატარა გარე რეკლამა?

1 May 2019

სააგენტო Johannes Leonardo ამტკიცებს, რომ მსოფლიოში ყველაზე პატარა გარე რეკლამა შექმნა. რეკლამა სადაზღვევო და ფინანსური სერვისების კომპანია MassMutual-ისთვის მომზადდა. კამპანიის ფარგლებში, 20 მინიატურული ინსტალაცია Churchill Downs-ის იპოდრომზე განთავსდა, რომელიც Kentucky Derby-ის დოღს მასპინძლობს ხოლმე. მინიატურები განაწილდა მოედნის საკვანძო ადგილებში.

როგორც MassMutual-ის წარმომადგენლები აცხადებენ, ამგვარად, მომხმარებლებთან სურდათ ინტერაქცია. ხოლო, მინიატურული ფიგურები სიმბოლურად გამოხატავენ პატარა მოქმედებების მნიშვნელობას დიდ საქმეებში. ამგვარად, კრეატორებს სურდათ, ადამიანები საკუთარ ფინანსურ მდგომარეობაზე დაეფიქრებინათ: “ამერიკელების მხოლოდ 25% აქცევს ყურადღებას ფინანსურ დაგეგმარებას. დღეს გაკეთებული მცირე ფინანსური კონტრიბუცია დიდ განსხვავებას მოგცემთ მომავალში.”

განხილვა