კენიაში, პრეზიდენტების ნაცვლად, ფულის მონეტებზე ცხოველებს გამოსახავენ. ამის შესახებ BBC წერს. მანამდე კენიის მოსახლეობა სამი ყოფილი პრეზიდენტის გამოსახულებებიან მონეტებს იყენებდა. ახალ მონეტებზე კენიელები ლომს, სპილოს, ჟირაფსა და მარტორქას გამოსახავენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალურ ვიდეომასალას კენიის ცენტრალური ბანკის ოფიციალური ფეისბუკ გვერდიც ავრცელებს:
[fbvideo link=”https://www.facebook.com/CentralBankKenya/videos/232452860803132/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
ძველი მონეტები, რომლებიც სამი პრეზიდენტის გამოსახულებას ასახავდა, მათი მმართველობის დროს მოიჭრა. კენიის მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობდა, ლიდერები ქვეყნის პერსონიფიცირებას ცდილობდნენ.












