in

Kenzo-ს უყვარს ბრიტნი სპირსი! – მომღერალი Memento N°2-ის სახე გახდა

BOG
BOG

Kenzo-ს გაზაფხულის კოლექციის Memento N°2-ის  სახე ბრიტნი სპირსი გახდა. მოდის სახლისთვის შავ-თეთრი სარეკლამო ვიდეორგოლის შექმნაზე მომღერალთან ერთად ცნობილმა ფოტოხელოვანმა, პიტერ ლინდბერგმა იმუშავა. ვიდეოს სრული ვერსის გამოქვეყნებამდე, Kenzo თავისი ახალი კოლექციის მოდელის ვინაობას საიდუმლოდ ტოვებდა, ხოლო მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ ბრიტნი ბრენდის სარეკლამო ბანერებზე იხილა, კოლექციის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. ახალი კოლექციის ფარგლებში, Kenzo-მ მომღერალს დაახლოებით ისეთი სტილი მოარგო, რომლითაც ბრიტნი 90-იან წლებში აოცებდა საზოგადოებას.

 

https://www.youtube.com/watch?v=Ift_HudH6NA

H&M-ის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია ჩარჩოებს მიღმა! – ვარსკვლავური ვიდეორგოლი

როგორ აღიქვამს მოშიებული ახალშობილი გარემოს? – Tommee Tippee-ის სახალისო ვიდეორგოლი