31
Aug
2016

გაათავისუფლე გიჟური ემოცია! არაორდინალური სიუჟეტი და ბრწყინვალე ქორეოგრაფია – KENZO World

31 Aug 2016

კობი
კობი


საოცარია სახის გამომეტყველება მაშინ, როდესაც ისეთ ადგილას იმყოფებით, სადაც საერთოდ არ გსურთ ყოფნა, ხოლო ამ დროს განსაკუთრებული ის ფიქრები და ემოციებია, რომლებიც თავში გიტრიალებთ და ძლივს აკავებთ. KENZO–მ ახალი სუნამოს სარეკლამო ვიდეორგოლში ამ ფიქრებისა და ემოციების სრული ფეიერვერკი მოაწყო.

მწვანე კაბაში გამოწყობილი გოგონა, მოდური ღონისძიება და ძალდატანებით ღიმილი. გოგონა, რომლის როლსაც ბალერინა მარგარეტ კოული თამაშობს, მოთმინებას კარგავს, მაგიდიდან დგება, დარბაზიდან გარბის და მთელი თავისი ემოციითა და დაგროვილი აგრესიით იწყებს ცეკვას.

 

 

მოძრაობები აუცილებლად მოგაგონებთ მომღერალ სიას ვიდეოკლიპს, ალბათ იმიტომ, რომ KENZO–ს რგოლის ქორეოგრაფიაზეც რაიან ჰეფინგტონმა იმუშავა. რაც შეეხება სარეკლამო კამპანიას, ის  ცნობილმა რეჟისორმა ფილმ “Her”–ის ავტორმა, სპაიკ ჯონზმა შექმნა.

თუ KENZO–ს ახალი არომატი KENZO World–ც ისეთივე ენერგიული, თავბრუდამხვევი და აგრესიულია, როგორც თავად ვიდეორგოლი და უჩვეულო მოძრაობები, მაშინ ქალბატონებს მამაკაცების წინააღმდეგ კიდევ უფრო მეტი უპირატესობა აქვთ.

განხილვა